საქართველოში გაჩნდა იმედი, რომ ამ ქვეყნიდან უცხოეთში თვითმფრინავით მგზავრობა და პირიქით უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამ იმედის საფუძველს იძლევა მემორანდუმი, გაფორმებული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ”ვიზეირთან” (Wizz Air) , რომელიც ქუთაისიდან კიევის მიმართულებით იაფფასიან ავიარეისებს განახორციელებს. ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული გამოცოცხლება გამოიწვია საქართველოს ავიაბიზნესში.
ქუთაისში აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ”ვიზეირმა” უკვე გადაწყვიტა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით ავიარეისების შესრულება. შესაბამისი მემორანდუმი ქართულ და უნგრულ მხარეებს შორის 4 ივნისს ქუთაისში გაფორმდა და პირველი რეისი 27 სექტემბერს განხორციელდება. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ქუთაისში ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა:
”აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც გადაიყვანს მგზავრებს თავიდან 22 ევროდ თბილისიდან კიევში და კიევიდან, მაგალითად, ლონდონში კიდევ დაამატო 15-20 ევრო, დაახლოებით, და ასე ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. 22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. აი, ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება.”
მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ახალი აეროპორტი კონკურენციას გაუწევს ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვით სხვებსაც ფრენების გაიაფებისკენ უბიძგებს:
”თუ ვინმეს ეგონა აქამდე, რომ მარტო ფრენა 37 მანეთად შესაძლებელი იყო იმ პირობებში, როცა რომელიმე იმპერიას უნდა შევუერთდეთ უკან, ამ შემთხვევაშიც არ იქნება შესაძლებელი არაფერი, რა თქმა უნდა... თავისუფალი ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება ფრენა ევროპაში 37 ევროდ და არა 230 - 240-ად როგორც არის თბილისიდან. ხალხის ხარჯზე გაქსუვდნენ და გასუქდნენ დახარბებული წუთიერ შემოსავალს სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები.”
როგორ უნდა გაიაფდეს ავიაბილეთები?
პრეზიდენტს ავიაკომპანიების მისამართით მსგავსი კრიტიკული განცხადება პირველად არ გაუკეთებია, თუმცა ბოლო დრომდე თბილისიდან საზღვარგარეთ და პირიქით თვითმფრინავით მგზავრობა საგრძნობლად არ გაიაფებულა. ეკონომიკის ექსპერტის, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, თუ მთავრობას ავიარეისების გაიაფების სურვილი აქვს, გადასახადები უნდა შეამციროს:
”როდესაც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, ისინი ხშირად არა იურიდიულ ჩარჩოში, არამედ რიტორიკის დონეზე საუბრობენ. ამ შემთხვევაშიც იმედს ვიქონიებ, რომ ფასწარმოქმნაში ჩარევა არ მოხდება. უბრალოდ, რადგან ქუთაისში იხსნება ახალი აეროპორტი, ბათუმს უჩნდება ახალი პერსპექტივა, იზრდება ფრენების რაოდენობა ბათუმის მიმართულებით. ეს შეიძლება იძლევა გარკვეულ ოპტიმიზმს იმისა, რომ დივერსიფიკაცია მოხდება და ფასების შემოთავაზებაც უკეთესი იქნება.”
მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან უკვე დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი თურქული ავიაკომპანია ”პეგასუსი” და ევროპის მიმართულებით უკრაინული ”აეროსვიტი”, ფრენების ფასი კვლავაც მაღალი რჩება მეზობელ სომხეთსა და თურქეთთან შედარებითაც კი.
თბილისსა და ბათუმში საავიაციო რეისების სიძვირეს ძირითადად აეროპორტების მხრიდან დაწესებულ მაღალ გადასახადებს და მგზავრების ნაკადის ზრდას უკავშირებენ. როცა მოთხოვნა მაღალია და კონკურენცია დაბალი, მაშინ ფასები ბუნებრივად იმატებს. ეკონომიკის ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, საქართველოში არსებული მგზავრთა ნაკადი, ზრდის მიუხედავად, ძნელად თუ უზრუნველყოფს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოთხოვნებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ისაუბრა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში რეზო საყევარიშვილმა:
”როდესაც აპირებდა იგივე „რეანეარი“ საქართველოში შემოსვლას, მსოფლიოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, მან სწორედ იმის გამო შეიკავა თავი, რომ ვერ იქნებოდა მუდმივად უზრუნველყოფილი ის ნაკადი, რომელიც მას საშუალებას მისცემდა დაბალი ფასი შეენარჩუნებინა.”
მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, „ვიზეირის“ გადაწყვეტილებამ სექტემბრის ბოლოდან ქუთაისი-კიევის ავიარეისი განახორციელოს რამდენიმე ავიაკომპანია აიძულა საკუთარი პოლიტიკისთვის გადაეხედა.
„ვიზეირის“ გამოჩენამ კონკურენცია გაამძაფრა
რადიო ”კომერსანტთან” საუბარში ავიაბიზნესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი კოდუმ, განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნისა და დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შესვლის შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, "აირზენასა" და "აერო სვიტს" კი, რომლებიც რეისებს უკრაინაში ასრულებენ, ტარიფების გადახედვა მოუწევთ. კოდუას ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ უკრაინის მიმართულებით ფრენის ღირებულება მაღალი კონკურენციის გამო 50 ევრო იყო.
ქუთაისის აეროპორტის გახსნის შედეგად, კონკურენციის გაზრდის ნაკლებად სჯერა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელს მერაბ ჯანიაშვილს:
”საუბარი, რომ თუნდაც ქუთაისში გახსნილი ახალი აეროპორტი კონკურენციას გაუწევს თბილისს, არის ზღაპარი. როგორ შეიძლება ქუთაისის აეროპორტმა გაუწიოს თბილისს კონკურენცია, ჩემთვის წარმოუდგენელია იმიტომ, რომ რა ფასის სხვაობაც იქნება, იმ ფასის ხარჯი იქნება თბილისიდან ქუთაისში ჩასვლისას.”
ასეთი მოსაზრებების არსებობის მიუხედავად, თავად ავიაბიზნესი მაინც რეაგირებს ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაზე. მაგალითად, გიორგი კოდუა ქართულ-არაბული კომპანიის "ეარ კავკასუსის" მეშვეობით თბილისსა და ქუთაისს შორის ავიარეისების შესრულებას აპირებს. ბილეთის ღირებულება, სავარაუდოდ, 25 დოლარის ფარგლებში იქნება. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად კი დამატებითი ავიარეისების დანიშვნას გეგმავს ავიაკომპანიების უმრავლესობა.
ქუთაისში აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ”ვიზეირმა” უკვე გადაწყვიტა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით ავიარეისების შესრულება. შესაბამისი მემორანდუმი ქართულ და უნგრულ მხარეებს შორის 4 ივნისს ქუთაისში გაფორმდა და პირველი რეისი 27 სექტემბერს განხორციელდება. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ქუთაისში ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა:
ხალხის ხარჯზე გაქსუვდნენ და გასუქდნენ დახარბებული წუთიერ შემოსავალს სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები ...მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ახალი აეროპორტი კონკურენციას გაუწევს ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვით სხვებსაც ფრენების გაიაფებისკენ უბიძგებს:
”თუ ვინმეს ეგონა აქამდე, რომ მარტო ფრენა 37 მანეთად შესაძლებელი იყო იმ პირობებში, როცა რომელიმე იმპერიას უნდა შევუერთდეთ უკან, ამ შემთხვევაშიც არ იქნება შესაძლებელი არაფერი, რა თქმა უნდა... თავისუფალი ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება ფრენა ევროპაში 37 ევროდ და არა 230 - 240-ად როგორც არის თბილისიდან. ხალხის ხარჯზე გაქსუვდნენ და გასუქდნენ დახარბებული წუთიერ შემოსავალს სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები.”
როგორ უნდა გაიაფდეს ავიაბილეთები?
პრეზიდენტს ავიაკომპანიების მისამართით მსგავსი კრიტიკული განცხადება პირველად არ გაუკეთებია, თუმცა ბოლო დრომდე თბილისიდან საზღვარგარეთ და პირიქით თვითმფრინავით მგზავრობა საგრძნობლად არ გაიაფებულა. ეკონომიკის ექსპერტის, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, თუ მთავრობას ავიარეისების გაიაფების სურვილი აქვს, გადასახადები უნდა შეამციროს:
”როდესაც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, ისინი ხშირად არა იურიდიულ ჩარჩოში, არამედ რიტორიკის დონეზე საუბრობენ. ამ შემთხვევაშიც იმედს ვიქონიებ, რომ ფასწარმოქმნაში ჩარევა არ მოხდება. უბრალოდ, რადგან ქუთაისში იხსნება ახალი აეროპორტი, ბათუმს უჩნდება ახალი პერსპექტივა, იზრდება ფრენების რაოდენობა ბათუმის მიმართულებით. ეს შეიძლება იძლევა გარკვეულ ოპტიმიზმს იმისა, რომ დივერსიფიკაცია მოხდება და ფასების შემოთავაზებაც უკეთესი იქნება.”
როდესაც აპირებდა იგივე „რეანეარი“ საქართველოში შემოსვლას, მსოფლიოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, მან სწორედ იმის გამო შეიკავა თავი, რომ ...რეზო საყევარიშვილი