საქართველოს მხარე ცდილობს ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების პრობლემა საგანგებო განხილვის საგნად აქციოს საერთაშორისო მოლაპარაკებების 25-ე რაუნდზე, რომელსაც 5-6 ნოემბერს ჟენევა მასპინძლობს. გეგმის თანახმად, სამშაბათის საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, ოთხშაბათს, მუშაობა ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს - ქართული მხარე ფორმატის შეცვლას ეწინააღმდეგება. ასევე ურთიერთგანსხვავებულია მონაწილეთა მიდგომები მოლაპარაკებათა პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხის - ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების - გარშემო.
ჟენევის მოლაპარაკებათა წინა - 24-ე - რაუნდის შემდეგ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ვითარება გამწვავდა, რაც განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში მავთულხლართების გავლების პროცესის საგანგებო გააქტიურებით გამოიხატებოდა. მართალია, ახლა ეს აქტიურობა ჩამცხრალია, მაგრამ ქართული მხარე კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების იმედად რჩება და, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟენევაში გამგზავრების წინ უთხრა ჟურნალისტებს, სამომავლო მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს:
”ყველა დეტალური მასალა, ფაქტობრივი მასალა იქნება წარდგენილი თანათავმჯდომარეების წინაშე. ასევე, იქ მონაწილე აშშ-ის დელეგაციისა და რუსეთის ფედერაციის წინაშე. მართალია, ამჟამად მავთულხლართების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ ეს რაუნდი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მომავალში ეს პროცესი არ იქნეს გაგრძელებული და მოვახდინოთ ამის პრევენცია”.
ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართების გაბმის პროცესს მოსკოვი თბილისის ”ხმაურიან პროპაგანდისტულ კამპანიას” უწოდებს და, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ხმაურიანმა კამპანიამ კიდევ ერთხელ ჩააფიქრა მოსკოვი თბილისის რეალურ განზრახვებზე. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, საქართველოში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს - პროცესის სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრის ჭრილში.
ამგვარი შეფასებების კონტექსტში რუსეთის საგარეო უწყება ძველებური სახით გამოკვეთს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების თემას და კვლავინდებურად თვლის, რომ იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტს ხელი საქართველომ უნდა მოაწეროს თავის რეგიონებთან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, რომლებსაც რუსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. თუმცა მხარეთა პოზიციების დასაახლოვებლად მოსკოვი აუცილებლად მიიჩნევს, რომ თავდაპირველად მიღწეულ იქნეს შეთანხმება მის მიერ 2012 წელს წარდგენილი იმ პროექტის გარშემო, რაც ძალის გამოუყენებლობის ერთობლივი დოკუმენტის მიღებას ითვალისწინებს.
სწორედ ამ მიზნით, მოსკოვი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ჟენევაში მიმდინარე პროცესზე, რომელიც 24-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეთა ერთობლივ პრესკომუნიკეშია ასახული. ტექსტი 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა გააცნო:
”ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობდა მუშაობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების შემუშავებაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მათ გაცვალეს მოსაზრებები და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას პროექტის შემუშავებაზე მომავალი რაუნდის განმავლობაში.”
პროცესში, რაზეც იმ დღეს ფილიპ ლეფორი ლაპარაკობდა, ქართული მხარე კონსტრუქციულად იყო ჩართული, თუმცა, დავით ზალკალიანის თქმით,
პროგრესის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, ”თუკი რუსეთის მხარე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ცალმხრივ, იურიდიულად დამავალდებულებელ დეკლარაციას გააკეთებს“.
ქართული მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე, რომ შენარჩუნდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ტრადიციული ფორმატი - უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა 2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარიმართოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა წინა რაუნდის დასრულების შემდეგ, პროცესის ზოგიერთი მონაწილე აქტიურად ცდილობდა ფორმატის შეცვლისთვის მიეღწია - ერთი სამუშაო ჯგუფიდან მეორეში გადასვლით.
რაც შეეხება დევნილების პრობლემატიკას, ამ მიმართულებით წინსვლა არც 25-ე რაუნდის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამ საკითხის განხილვის პერსპექტივებს ბოლო რაუნდების განმავლობაში მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი ერთობლივი ძალისხმევით ბლოკავდნენ.
ჟენევის მოლაპარაკებათა წინა - 24-ე - რაუნდის შემდეგ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ვითარება გამწვავდა, რაც განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში მავთულხლართების გავლების პროცესის საგანგებო გააქტიურებით გამოიხატებოდა. მართალია, ახლა ეს აქტიურობა ჩამცხრალია, მაგრამ ქართული მხარე კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების იმედად რჩება და, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟენევაში გამგზავრების წინ უთხრა ჟურნალისტებს, სამომავლო მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს:
”ყველა დეტალური მასალა, ფაქტობრივი მასალა იქნება წარდგენილი თანათავმჯდომარეების წინაშე. ასევე, იქ მონაწილე აშშ-ის დელეგაციისა და რუსეთის ფედერაციის წინაშე. მართალია, ამჟამად მავთულხლართების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ ეს რაუნდი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მომავალში ეს პროცესი არ იქნეს გაგრძელებული და მოვახდინოთ ამის პრევენცია”.
ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართების გაბმის პროცესს მოსკოვი თბილისის ”ხმაურიან პროპაგანდისტულ კამპანიას” უწოდებს და, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ხმაურიანმა კამპანიამ კიდევ ერთხელ ჩააფიქრა მოსკოვი თბილისის რეალურ განზრახვებზე. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, საქართველოში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს - პროცესის სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრის ჭრილში.
ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობდა მუშაობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების შემუშავებაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ...ფილიპ ლეფორი
სწორედ ამ მიზნით, მოსკოვი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ჟენევაში მიმდინარე პროცესზე, რომელიც 24-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეთა ერთობლივ პრესკომუნიკეშია ასახული. ტექსტი 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა გააცნო:
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა წინა რაუნდის დასრულების შემდეგ, პროცესის ზოგიერთი მონაწილე აქტიურად ცდილობდა ფორმატის შეცვლისთვის მიეღწია - ერთი სამუშაო ჯგუფიდან მეორეში გადასვლით...