Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ფრანკფურტში ანბანითა და წიგნებით


მაისში გახდება ცნობილი დეტალების შესახებ, თუ როგორი იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და სტენდის კონცეფცია, რომელიც 2400 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ახლა ვიცით მხოლოდ ის, რომ პავილიონის ძირითადი იდეა ქართულ ანბანს დაეფუძნება, ისევე როგორც ბაზრობაზე საქართველოს ოფიციალური ვიდეორგოლი „ანბანით მოთხრობილი საქართველო“. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართება, უცხოეთში გამოცემული 600-მდე ქართული წიგნი გამოიფინება. მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი, 70 წიგნი, გერმანულ ენაზე ითარგმნა. ჯამში, ქართული ლიტერატურა ითარგმნა 30 ენაზე. ბაზრობის კვირეულზე ქართულ ლიტერატურას წარადგენს 50 ავტორი.

XS
SM
MD
LG