ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა 16 ნოემბერს გამართული ოფიციალური შეხვედრები საღამოს 5 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრით დაასრულა. ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებისათვის კომენტარი მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის - ასე შეაფასა მან საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა და განაცხადა, რომ ეს პროცესი შესაძლოა ერთგვარი მოდელიც იყოს რეგიონისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც 16 ნოემბერს ფილიპ გორდონმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა, ეს არის უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში მიმდინარე დაკავებების თემა. როგორც ფილიპ გორდონი ამბობს, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისათვის მსოფლიოს თვალში. მისი თქმით, ეს არის გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს.
”ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე დაკავებების შესახებ. დღეს ეს ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. მინდა ვთქვა, რომ უკიდურესად აუცილებელია, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ყველამ უნდა ნახოს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღსრულებულია და ყველამ, ვინც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ, ამავე დროს, გამორიცხული უნდა იყოს შერჩევითი სასამართლო დევნა”, - ამბობს ფილიპ გორდონი.
”ეს არ არის შერჩევითი დევნა და შერჩევითი სამართალი”, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაღალჩინოსნების დაკავებებს და ფილიპ გორდონთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება დაუმტკიცოს მეგობარ ქვეყნებს და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ისინი დემოკრატიული პრინციპებით მოქმედებენ.
”ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური დევნა და ეს არ არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ მომავალშიც მოვახერხებთ და მაქსიმალურ განმარტებებს გავაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებში შევინარჩუნებთ სახეს და სახეს შევუნარჩუნებთ ქვეყანას, პირველ რიგში, რათა ამ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დემოკრატიისკენ”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
”საქართველოს ჰყავს განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა”, - აცხადებს ფილიპ გორდონი და ამბობს, რომ, ცხარე საარჩევნო კამპანიის ფონზე, არ არის ადვილი პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობა, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მოუწოდეს მხარეებს მშვიდობიანი თანაარსებობისკენ და შეახსენებს, რომ ”მათ მსოფლიო უყურებს”.
ფილიპ გორდონმა ოფიციალური შეხვედრები დღის 12 საათიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან დახურულ კარს მიღმა გამართა, 40 წუთს გაგრძელდა. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული არჩევნების შემდეგ, ეს იყო საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი შეხვედრა, რაც, მისი თქმით, ახალი ხელისუფლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
”ბატონი გორდონი განსაკუთებით დაინტერესდა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობა საპრეზიდენტო ინსტიტუტის და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის მქონე მთავრობისა. მე კიდევ ერთხელ მოვახსენე მას ჩვენი კონსტიტუციური და პოლიტიკური რეალობის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და აღვნიშნე აუცილებლობა იმისა, რომ ყველა თანამდებობის პირმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი მოვალეობა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, დავით უსუფაშვილის მტკიცებით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უწევდათ მტკიცება თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე. მისი თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რომ სწრაფვა ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, ცივილიზებული დემოკრატიული ღირებულებებისკენ - ეს არის ახალი ხელისუფლების რეალური ორიენტირები. ფილიპ გორდონთან გამართულ 40 წუთიან შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში და ამასობაში როგორ მოხერხდეს ის, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანამ მიიღოს მეტი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან მიმართებაში.
რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამართა, იყო შეხვედრა უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან. შეხვედრა ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა: ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სამომავლო განვითარება, საერთაშორისო უსაფრთხოების თემები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც, დავით ბაქრაძის თქმით, მან და ფილიპ გორდონმა ერთსაათიანი შეხვედრისას განიხილეს. თუმცა, მისივე თქმით, ძირითადი დრო საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას დაეთმო:
”ჩვენი ამერიკელი მეგობრების სრულიად გულწრფელი ინტერესია, რომ საქართველოში პროცესები გაგრძელდეს დემოკრატიულად, გაგრძელდეს მშვიდობიანად, გაგრძელდეს ისე, რომ ამ ყველაფრის შედეგად, საქართველო იყოს უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული, უფრო განვითარებული ქვეყანა. ეს არის დღეს ჩვენი საერთო ინტერესი”, - ამბობს დავით ბაქრაძე.
აქვე გეტყვით, რომ 17 ნოემბერს ფილიპ გორდონი გეგმავს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპ გორდონი 17 ნოემბერს ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს.

ჩვენი ამერიკელი მეგობრების სრულიად გულწრფელი ინტერესია, რომ საქართველოში პროცესები გაგრძელდეს დემოკრატიულად, გაგრძელდეს მშვიდობიანად ...დავით ბაქრაძე