პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პრობლემების აღმოსაფხვრელად არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად თვლიან საკანონმდებლო ბაზის დახვეწას. ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ცვლილებების პაკეტის მომზადება ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინიციატივით მიმდინარეობს. პარალელურად, მე-3 სექტორი ყურადღებით აკვირდება გიორგი ფარესიშვილის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. ძალაში რჩება თავად ფარესიშვილის ბრალდებები.
საქართველოს კანონი ”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და საქართველოს კანონი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” – ეს ის ორი ძირითადი კანონია, რომლებსაც სამომავლოდ ცვლილებების კვალი უნდა დაეტყოს. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს ჩვენთან საუბრისას, ევროპული გამოცდილების შესწავლა დასრულებულია და საკანონმდებლო ბაზის დახვეწისთვის გასაკეთებელი იმდენია, რომ პროცესს აუცილებლად სჭირდება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევაც:
”ჩვენი ორგანიზაცია უფრო მეტად იმუშავებს მიყურადებასა და ინტერნეტის თავისუფლებაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. შეიძლება იყოს სხვა ინიციატივებიც. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც შემოვიერთოთ ამ საქმეში და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად მივაღწევთ შედეგებს”.
იმისათვის, რომ წერტილი დაესვას საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შეგროვებასა და გავრცელებას ადამიანების სხვადასხვა მიზეზით დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პროცესში ჩართვას გეგმავს, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია - ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”. ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე მნიშვნელოვნად მიიჩნევს როგორც პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისგან დაცულობას, ასევე კანონიერად მოპოვებული ინფორმაციის დაცვას:
”როგორია ინფორმაციის მიმოქცევა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სახელმწიფოს ხელში მოხვდება... ანუ როგორია შიდა რეგულაციები, როგორია უწყებიდან უწყებაში გატანის პროცედურა ანდა ვის აქვს დაშვება ამ ინფორმაციასთან უწყების შიგნით - ეს საკითხები მოითხოვს მეტ დამუშავებას”.
”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და კიდევ სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, ხელმომწერია 4 მაისს გავრცელებული განცხადებისა, რომელიც გმობს გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ”ახალმა ხელისუფლებამ არ გაატარა ეფექტური ქმედებები არც ძველი კადრების განადგურებისა და დაცვის და არც მანკიერი პრაქტიკის სრულად აღმოფხვრის მიმართულებით”.
გავიხსენოთ, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი და, კერძოდ, სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი 3 მაისს გავრცელდა ინტერნეტში და იმავე დღეს რამდენიმე საათში გაქრა. თავად ფარესიშვილი ვიდეომასალას ფალსიფიცირებულად მიიჩნევს და დარწმუნებით აცხადებს, რომ მას სამაგიერო გადაუხადეს სამთავრობო გუნდის მაღალი რანგის მოხელეებმა, რომლებსაც ის კლანური ინტერესებით მოქმედებაში ამხელდა. ბრალდებათა ადრესატები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. როგორც შაბათს უთხრეს რადიო თავისუფლებას გიორგი ფარესიშვილმა და გია ხუხაშვილმა, ისინი სალაპარაკოდ 7 მაისს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა სამშაბათს პირისპირ შეხვედრა არ შედგა, რადგანაც ახლა ფარესიშვილი მხოლოდ საჯარო შეხვედრაზეა თანახმა. გავიხსენოთ ასევე, რომ, გია ხუხაშვილის ვარაუდით, მათ წინააღმდეგ შესაძლოა საერთო მტერი მოქმედებდეს და ამიტომ საჭირო იყო საუბარი და ვითარებაში გარკვევა. თუმცა ფარესიშვილს შთაბეჭდილება არავისზე შესცვლია და 7 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ის კლანის წევრებად წოდებულ პირებს საიდუმლო მასალების გამოქვეყნებითაც დაემუქრა:
”არსებობს თქვენ მიერ ჩადენილი ბინძური ქმედებების ფაქტები და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება და გამოძიებასაც ამაზე მივცემ ჩვენებას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ეს სამი პიროვნება იქნება ჩამოცილებული თავიანთ თანამდებობებს”.
მართალია, გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ ის ”ნაციონალურ მოძრაობასთან” 7-წლიანი ბრძოლის მანძილზეც კი არ გამხდარა მსგავსი ბინძური ანგარიშსწორების სამიზნე, მაგრამ მომხდარს ”ნაციონალური მოძრაობის” ხელწერად აღიქვამს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. როგორც მან 6 მაისს ”გურია ნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, ფარესიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ კარგად აპრობირებული სქემის სამიზნე გახდა, ის დააშანტაჟეს და ახლა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აპირისპირებენ.
გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 4 მაისს დაიწყო. იმ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და გიორგი ფარესიშვილის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს”. არასამთავრობო სექტორი, რომელიც ყურადღებით აკვირდება პროცესებს, მიიჩნევს, რომ, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, მაგრამ ისე, რომ თვითონ გამოძიების პროცესი არ დაზარალდეს. ამასთან, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მზად არის ითანამშრომლოს იუსტიციის სამინისტროსთანაც, სადაც ასევე დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებით.