Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია


ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია, ევრაზიული კავშირის წევრობის მხარდამჭერების კი, შემცირებული NDI-ს დაკვეთით ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად. თბილისში, დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 61%, ნატოს წევრობას 68% და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას - 20%. შარშან ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 58% იყო, ხოლო ევრაზიული კავშირის წევრობის 24%. ახალი გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. მან საქართველოს მასშტაბით გამოკითხა 3 900 რესპონდენტი. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% ინფორმირებულია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მათგან 84% მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლას და 72% მიიჩნევს, რომ ეს მისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

XS
SM
MD
LG