Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კახაბერი Erasmus Mundus-ის პროგრამის შესახებ


დავით კახაბერი
დავით კახაბერი
ევროკავშირში 1987 წელს ამოქმედდა მნიშვნელოვანი სასტიპენდიო პროგრამა Erasmus-ი, რომელიც სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული აკადემიური სივრცის დაახლოებასა და განვითარებაში. რამდენიმე წლის წინ ამ საინტერესო პროგრამამ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ქვესექცია შეიძინა - Erasmus Mundus-ი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მიზნად დაისახა არა ევროკავშირის შიგნით, არამედ ევროკავშირსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების განვითარება უმაღლესი განვითარების სფეროში. პროგრამა ორწლიანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ითვალისწინებს სწავლას. ამ პრესტიჟული სტიპენდიით უკვე სარგებლობენ ქართველი სტუდენტებიც. ერთ-ერთი მათგანია დავით კახაბერი - რომელიც ერასმუს მუნდუსის ევროფილოსოფიის პროგრამის მაგისტრანტია და პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი პრაღაში, კარლოსის უნივერსიტეტში გაიარა. პრაღაში ყოფნისას ის ჩვენი რადიოს შტაბ-ბინასაც ესტუმრა. დავით კახაბერს ვესაუბრეთ მისი აკადემიური ინტერესების თუ ბიოგრაფიის შესახებ - თუმცა საუბარი საკუთრივ Erasmus Mundus-ის პროგრამის მიმოხილვით დაიწყო.

გადმოწერა
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG