2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ტრადიცია დაირღვეს და ძირითადმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დებატებში. ამგვარი ვარაუდის წინაპირობას იძლევა მმართველი პარტიისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებები, თუმცა მათივე მხრიდან დებატებში მონაწილეობის ფორმალურ თანხმობას თან ახლავს პირობები, რომლებიც დებატების გამართვას სათუოს ხდის. რატომ გაურბიან ქართველი პოლიტიკოსები დებატებს და რას კარგავს საზოგადოება, როცა საარჩევნო კამპანიები დებატების გარეშე ტარდება?
საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო დებატების გამართვის ვალდებულება დაკისრებული აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისა და საზოგადოებისათვის ინფორმირებული არჩევანის საშუალების მისაცემად, უმასპინძლოს ტელედებატებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვალდებულება მოაწყოს დებატები განსაზღვრულია მაუწყებლობის შესახებ კანონითა და საარჩევნო კოდექსით.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ნათია კაპანაძის თქმით, მაუწყებელი ვალდებულია არადისკრიმი-ნაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, თუმცა შესაძლოა მაუწყებელი აღმოჩნდეს ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტების ნება მიიღონ მონაწილეობა ან უარი თქვან დებატებზე.
„ასეთ შემთხვევაში, თუ არ მოდის კვალიფიციური სუბიექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება, რომ მაუწყებელი ვერ იცავს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაუწყებელმა ასეთ დროს უნდა განაცხადოს ღია ეთერში, თუ ვის იწვევდა, რა პასუხი მიიღო... და მოიწვიოს ის პირები, რომლებიც თანხმობას გამოხატავენ დებატებში მონაწილეობაზე“, - უთხრა ნათია კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.
ჯერჯერობით დებატებში მონაწილეობაზე უარი არც ერთ კვალიფიციურ სუბიექტს არ განუცხადებია, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად საზოგადოებას ძირითადი მოთამაშეების - მმართველი პარტიისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ - პოზიციები აინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახელით ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
„ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის სააკაშვილი, კოალიციის ლიდერი გახლავართ მე და ვიწვევ დებატებში. მათ არ ჰყავთ სხვა პიროვნებები. არ გამოვა ეგრე, რომ ბაქრაძესთან დავჯდე დებატებში ან ვანოს დავუჯდე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა, მასთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არამართებულად მიაჩნია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს:
„სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ის არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მაგრამ, ამავდროულად, არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებთან არ უნდა ჰქონდეს ასეთი სახის დამოკიდებულება. უბრალოდ, პოლიტიკურმა პარტიებმა, საარჩევნო სიებში ვინც ჰყავთ ლიდერები, ისინი უნდა შეაჯიბრონ ერთმანეთს, პირველ რიგში, და შემდგომ უკვე, საარჩევნო სიებისა და იმ კომპეტენციების მიხედვით, რომლის გაძღოლასაც აპირებენ ისინი შემდგომში, თუ პარლამენტში მოვლენ - აი, ამის მიხედვით უნდა მოხდეს წარდგენა კანდიდატებისა დებატებში.“
ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარტიების ლიდერებს შორის დებატების მოწყობა საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, თუმცა, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია დებატების გამართვა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტების პარტიული სიების ავანგარდს და რომლებიც საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატებისთვის იბრძვიან. მარინა ჩიტაშვილის თქმით, საარჩევნო დებატების მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური არჩევანის გაკეთებისა და ქვეყნის განვითარებისთვის:
„დებატების გარეშე მხოლოდ „მჯერას“ პრინციპით მუშაობს საზოგადოება. ანუ ვიღაცამ ვიღაცას უნდა დაუჯეროს, ხოლო თუ ჩვენს თვალწინ დებატები გაიმართება და მოვუსმენთ ოპონენტებს, გაგვიჩნდება რეალური შეფასების შესაძლებლობა, ანუ დებატები იძლევა საშუალებას, ვიყო არა ე.წ. „მორწმუნე ამომრჩეველი“, არამედ მოაზროვნე ამომრჩეველი.“
სწორედ მოაზროვნე ამომრჩევლების სიმრავლის გამო, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში დებატებზე უარის თქმა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფას ქმედებად ითვლება. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, დებატებზე უარის თქმით, პარტია საზოგადოებას უგზავნის სიგნალს, რომ მისი დაპირებები ან არარეალისტურია, ან განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს.
„საქმეა არა მხოლოდ ის, რამდენად რეალისტურია და სწორად გათვლილი რომელიმე პარტიის დაპირებები, არამედ ისიც, თუ რა კადრები ჰყავს ამ პოლიტიკურ ძალას, რამდენად არიან ისინი დარწმუნებული თავის იდეებში და რამდენად შეუძლიათ მათი სიტყვით რეალიზება მაინც. როგორც მინიმუმ ეს მაინც უნდა შეეძლოს, რადგანაც ამის იქით უკვე არის საქმე, რომლის მიმართაც ნდობა არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ სიტყვით ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს პოლიტიკური ძალა“, - უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ასეთ შემთხვევაში, თუ არ მოდის კვალიფიციური სუბიექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება, რომ მაუწყებელი ვერ იცავს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაუწყებელმა ასეთ დროს უნდა განაცხადოს ღია ეთერში, თუ ვის იწვევდა, რა პასუხი მიიღო... და მოიწვიოს ის პირები, რომლებიც თანხმობას გამოხატავენ დებატებში მონაწილეობაზე...ნათია კაპანაძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ნათია კაპანაძის თქმით, მაუწყებელი ვალდებულია არადისკრიმი-ნაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, თუმცა შესაძლოა მაუწყებელი აღმოჩნდეს ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტების ნება მიიღონ მონაწილეობა ან უარი თქვან დებატებზე.
„ასეთ შემთხვევაში, თუ არ მოდის კვალიფიციური სუბიექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება, რომ მაუწყებელი ვერ იცავს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაუწყებელმა ასეთ დროს უნდა განაცხადოს ღია ეთერში, თუ ვის იწვევდა, რა პასუხი მიიღო... და მოიწვიოს ის პირები, რომლებიც თანხმობას გამოხატავენ დებატებში მონაწილეობაზე“, - უთხრა ნათია კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.
ჯერჯერობით დებატებში მონაწილეობაზე უარი არც ერთ კვალიფიციურ სუბიექტს არ განუცხადებია, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად საზოგადოებას ძირითადი მოთამაშეების - მმართველი პარტიისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ - პოზიციები აინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახელით ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
„ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის სააკაშვილი, კოალიციის ლიდერი გახლავართ მე და ვიწვევ დებატებში. მათ არ ჰყავთ სხვა პიროვნებები. არ გამოვა ეგრე, რომ ბაქრაძესთან დავჯდე დებატებში ან ვანოს დავუჯდე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა, მასთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არამართებულად მიაჩნია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს:
„სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ის არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მაგრამ, ამავდროულად, არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებთან არ უნდა ჰქონდეს ასეთი სახის დამოკიდებულება. უბრალოდ, პოლიტიკურმა პარტიებმა, საარჩევნო სიებში ვინც ჰყავთ ლიდერები, ისინი უნდა შეაჯიბრონ ერთმანეთს, პირველ რიგში, და შემდგომ უკვე, საარჩევნო სიებისა და იმ კომპეტენციების მიხედვით, რომლის გაძღოლასაც აპირებენ ისინი შემდგომში, თუ პარლამენტში მოვლენ - აი, ამის მიხედვით უნდა მოხდეს წარდგენა კანდიდატებისა დებატებში.“
დებატების გარეშე მხოლოდ „მჯერას“ პრინციპით მუშაობს საზოგადოება. ანუ ვიღაცამ ვიღაცას უნდა დაუჯეროს, ხოლო თუ ჩვენს თვალწინ დებატები გაიმართება და მოვუსმენთ ოპონენტებს, გაგვიჩნდება რეალური შეფასების შესაძლებლობა, ანუ დებატები იძლევა საშუალებას, ვიყო არა ე.წ. „მორწმუნე ამომრჩეველი“, არამედ მოაზროვნე ამომრჩეველი...მარინა ჩიტაშვილი