Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრადიციის მოლოდინი


დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი, ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, არ გადაეცემა თურქულ მხარეს, სადაც მას საფრთხე ემუქრება. 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი კვირით გადადო პროცესი, რომელზეც უნდა განიხილონ პროკურატურის შუამდგომლობა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით. ანკარა მას ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირ ფეთულა გიულენთან კავშირსა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს. იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიუღებლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ჩაბუქის საქმე განიხილება ტესტად, რომელზეც დიდად არის დამოკიდებული საქართველოს საერთაშორისო იმიჯი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG