ახლახან გამოქვეყნდა ”ფრეიზერის ინსტიტუტის” ყოველწლიური ანგარიში ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2013”. კვლევის თანახმად, რომელიც 152 ქვეყანას შეეხება, საქართველომ 42-ე ადგილიდან 25-ზე, ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა 2011 წლის ეკონომიკურ მონაცემებს და მასში ჯერ არ შესულა 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები.
„ფრეიზერის ინსტიტუტის“ კვლევა ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში” ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა. ესენია: მთავრობის ზომა, რომელიც სამთავრობო ხარჯების მოცულობას ასახავს; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა; საგარეო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები. ეს ხუთი კრიტერიუმი 40-ზე მეტ ქვეპუნქტს აერთიანებს, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ეკონომიკური თავისუფლება მთელ მსოფლიოში.
თითქმის 40 წელია ამ რეიტინგის ლიდერობას არავის უთმობს ჰონგ კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ასე შემდეგ. წარმატებული ეკონომიკური განვითარების მაგალითი, ესტონეთი, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ინდექსის მიხედვით, მეთექვსმეტე ადგილზეა და ამერიკის შეერთებული შტატების წინ დგას. წლევანდელ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა და მან 25-ე ადგილზე გადაინაცვლა. იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა საქართველოს მაჩვენებლების გაუმჯობესება, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ახლა კი პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი, ვახტანგ ლეჟავა საუბრობს:
”პირველ რიგში, ამ პოზიტიურ ცვლილებაში აისახა ის, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მთავრობამ 2010 – 11 წლებში შეძლო ძალიან სწრაფად დაბრუნებოდა მაკროეკონომიკურ დისციპლინას და ეკონომიკურ ზრდას”.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესებისთვის წინა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, თუმცა კი განსაკუთრებით აღნიშნავენ იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას აფერხებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის კომენტარი:
”საქართველოს დღეს აქვს გაუმჯობესებული მდგომარეობა და პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ბიზნესებს აქვთ საშუალება, შედარებით უფრო თავისუფლად იმოქმედონ და სახელმწიფოდან მიიღონ ის სერვისები, რომლებიც თავისუფალი ეკონომიკის პირობებში უნდა მიიღონ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ინდექსში კიდევ არის გარკვეული კომპონენტები, - იგივე სასამართლოს სისტემის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, - სადაც საქართველოს სჭირდება შემდგომი გაუმჯობესება”.
მიხეილ ჯანელიძის აზრით, ბიზნესის დაწყების სიმარტივე და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების მიმზიდველობა ვერ იქნება გადამწყვეტი ინვესტიციის განხორციელების პროცესში, თუ ბიზნესი თავს არ იგრძნობს დაცულად. მისი განცხადებით, სწორედ ამ კუთხით გადაიდგა ნაბიჯები ახალი მთავრობის მხრიდან. ლაპარაკია მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ, ასევე სასამართლოს სისტემის მეტ დამოუკიდებლობასა და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ცვლილებებზე.
მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კლების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 8-დან 1 პროცენტამდე შემცირდა. ამის მიზეზებს ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ხედავს. მათ შორისაა რუსეთში დაფუძნებული ”ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის” წარმომადგენელი ანდრეი ილარიონოვი:
”გარეგნულად თითქოს არაფერი შეიცვალა, მაგრამ ბოლო წლის ყველა მოვლენამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ბევრ ბიზნესმენზე, ქართველებზეც და უცხოელებზეც, რომლებმაც აღიქვეს ყველაფერი, რაც ხდებოდა, როგორც აბსოლუტური არასტაბილურობა. ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი ინვესტიციების შეწყვეტისა და ძველი ინვესტიციების შეჩერების შესახებ. ისინი ელოდებიან უფრო კომფორტულ, უფრო ხელსაყრელ და უფრო სანდო პირობებს”.
როგორც ანდრეი ილარიონოვს, ასევე ბევრ სხვა ეკონომისტს სჯერა, რომ ამ მდგომარეობის შეცვლა შესაძლებელია ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებით. მის პრაქტიკულ მნიშვნელობას ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე განმარტავს:
”იმიტომ გვჭირდება ეკონომიკური თავისუფლება, რომ ეს აძლევს საშუალებას ძალიან ბევრ ადამიანს, - განსაკუთრებით მას, ვისაც აქვს ნაკლები განათლება, ნაკლები კავშირები, ნაკლები შესაძლებლობები, - ფულადი რესურსებით უფრო ადვილად შევიდეს სამეწარმეო საქმიანობაში, უფრო ადვილად იყოს დაქირავებული, უფრო ადვილად შეიძინოს ის, რაც მას სჭირდება, იმიტომ რომ ნაკლები ბარიერების პირობებში ასეთ ადამიანებს მეტი შანსი უჩნდებათ. ეკონომიკური თავისუფლება, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ნაკლებად წარმატებული ადამიანებისთვის, იმიტომ რომ, მას უცებ ბარიერები უქრება და შეუძლია ნულიდან დაიწყოს საქმე”.
პაატა შეშელიძის მიერ აღნიშნული შესაძლებლობები ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში შესაბამისი ქულებით აისახება და ნათელ წარმოდგენას იძლევა მოცემულ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

გარეგნულად თითქოს არაფერი შეიცვალა, მაგრამ ბოლო წლის ყველა მოვლენამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ბევრ ბიზნესმენზე, ქართველებზეც და უცხოელებზეც, რომლებმაც აღიქვეს ყველაფერი, რაც ხდებოდა, როგორც აბსოლუტური არასტაბილურობა...ანდრეი ილარიონოვი