Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი


ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა "იმერი"
ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა "იმერი"

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 2016 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციაზე ფასების მაჩვენებელი ზრდის ტენდენციას არ ღალატობს. შესაბამისად, ძვირდება საქართველოში პროდუქციის წარმოება, რაც, საბოლოოდ, გაზრდილ სამომხმარებლო ფასებში აისახება.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, ამავე წლის იანვართან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,1 პროცენტით არის გაზრდილი. თუ ინდექსს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, ინდექსი გაზრდილია 3,9 პროცენტით, ხოლო, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, - 25,5 პროცენტით.

2016 წლის თებერვალში, 2016 წლის იანვართან შედარებით, ფასები 1,0 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე. 5,2 პროცენტითააგაზრდილი ფასები მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე;ასევე,საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე - 0,6 პროცენტით.

ფასების ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა (4,9 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოებისა და განაწილების (0,8 პროცენტი) სექციებზეც.

რაც შეეხება 12-თვიან პერიოდს, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით; დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით;

ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (4,0 პროცენტი) და ქიმიური წარმოების (25,5 პროცენტი) ქვესექციებზე.

ფასები შემცირებულია მხოლოდ მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე -14,3 პროცენტით.

ცხადია, აქ საუბარია მხოლოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. ცალკე თემაა იმპორტის ფასები, რაც პირდაპირ არის მიბმული ვალუტის კურსზე და 2016 წლის იანვარ-თებერვალში კვლავ ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა, ამჯერად თუ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდა, წესით, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ეს თანდათან დადებითად უნდა აისახოს.

XS
SM
MD
LG