Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესი საქართველოში


მინერალური წყლის წარმოება
მინერალური წყლის წარმოება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ამ დღეებში საქართველოს ბიზნესის მდგომარეობაზე სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და გასული წელი შეაჯამა.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 50.1 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 26.1 მლრდ. ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.4 პროცენტი.

ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ვერა და ვერ ხერხდება ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა. არადა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში, მით მეტია ქვეყანაში სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიის ხარისხი.

შეგახსენებთ, რომმცირე და საშუალო საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა და წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობებს: მცირე საწარმოებისათვის - 20 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს; საშუალო საწარმოებისათვის - 100 დასაქმებულსა და მილიონ 500 ათას ლარს. მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან წლიური ბრუნვის მოცულობა - მილიონ 500 ათას ლარს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტიციების რაოდენობა მეტია, ვიდრე მსხვილ ბიზნესში. ეს იმასაც მოწმობს, რომ შედარებით მცირე ბიზნესში წარმოებული პროდუქცია უფრო ძვირი ჯდება და ნაკლები ამონაგები აქვს. კერძოდ: საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 3 მილიარდ 559.6 მლნ. ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 76.4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 16.0 პროცენტი.

2014 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2014 წლის განმავლობაში 37.9 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 24.8 მლრდ. ლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 3,7-მილიონიან ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების მთლიანმა რაოდენობამ 592.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ბიზნესი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტის დასაქმებას ახერხებს. ამასთან, ამავე სტატისტიკის თანახმად, დასაქმება ბიზნესში

მამაკაცისთვის უდრო ადვილია, ვიდრე ქალისთვის: საწარმოებში დასაქმებულთა 39.3 პროცენტი ქალია, ხოლო 60.7 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 56.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.4 პროცენტი,

მცირე ბიზნესი – 28.4 პროცენტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დასაქმების დიდი პოტენციალი აქვს.

XS
SM
MD
LG