საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თავისი საცხოვრებელი ადგილები სხვადასხვა დროს მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების გამო იძულებით დატოვეს, რაიმე ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ. ბევრი მათგანი საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს.
"ეკომიგრანტები უფლებებისთვის" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" ახორციელებს. ორგანიზაციის ინიციატივით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც თითქმის 30 წელია ცხოვრობენ მაღალმთიანი აჭარიდან განსახლებული ოჯახები.