საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასტაბით ოჯახში ძალადობის გამო გაცემულია 965 შემაკავებელი ორდერი. სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა ოჯახში ძალადობის 746 ფაქტი და მათგან 456 შემთხვევაში დაიწყო პირის დევნა. ამ პერიოდში იმერეთსა და რეჭა-ლეჩხუმში გამოვლენილია ოჯახში ძალადობის 114 ფაქტი და 34 შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროსავე ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წელს სასამართლომ დაამტკიცა პოლიციის მიერ გამოცემული 4 370 შემაკავებელი ორდერი.შარშან დაფიქსირებული იყო ოჯახში ძალადობის 2 192 შემთხვევა და მათგან 73 %–ზე დაიწყო დევნა. 2017 წელს იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში გამოვლინდა ოჯახში ძალადობის 428 შემთხვევა და მათგან 9 ფატალურად დასრულდა. სტატისტიკური მონაცემების ზრდას ორ ფაქტორს უკავშირებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე. მისი განცხადებით, ერთი მხრივ, რეალურად გაიზარდა ოჯახში ძალადობის ფაქტები და, ამასთან, შეიცვალა ადამიანების ცნობიერება და დიდი ნაწილი აღარ ცდილობს დამალოს ოჯახში ძალადობის ფაქტი. ზაალ გორგიძისავე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამოქმედდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი - საზოგადოებაში დამოკიდებულება შეიცვალა და ოჯახში ძალადობა დანაშაულად აღიქმება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. ზაალ გორგიძის აზრით, კანონში შეტანილი არაერთი ცვლილების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება ძალადობის პრევენცია, რადგან მოძალადის განრიდებასთან ერთად უნდა არსებობდეს რეაბილიტაციის ცენტრები.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ანა ჩაფიძისავე განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ზოგჯერ თავად ხდება მოძალადე. ანა ჩაფიძის თქმით, საქართველოში არასახარბიელოა ბავშვებზე ძალადობის მონაცემებიც...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ზაალ გორგიძის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, კანონი ეფექტიანად მუშაობს, თუმცა არის ოჯახში ძალადობის განმეორების ფაქტებიც, რაც ნაწილობრივ იმას უკავშირდება, რომ არ არის გათვალისწინებული მოძალადეთა საჭიროებებიც. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ანა ჩაფიძის განცხადებით, საზოგადოება ძალადობის მიმართ ტოლერანტულია, ამიტომ არასახარბიელოა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი კვლევის შედეგი. ეროვნული კვლევის თანახმად, ყოველი შვიდიდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა განუცდია. ანა ჩაფიძის თქმით, კვლევა მოიცავს ინფორმაციასაც ოჯახში ძალადობისა და ქალებისა და მამაკაცების მიერ ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ანა ჩაფიძისავე განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ზოგჯერ თავად ხდება მოძალადე. ანა ჩაფიძის თქმით, საქართველოში არასახარბიელოა ბავშვებზე ძალადობის მონაცემებიც, რადგან, გაეროს ბავშვთა ფონდის ეროვნული კვლევის მიხედვით, მშობლების 60 % შვილზე ფიზიკურ ძალადობას ნორმად მიიჩნევს და აღზრდისთვის ხშირად ირჩევს დასჯის მეთოდს.