Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ტრაგედია ტყიბულში და ძველი უპასუხო კითხვები


ლინა ღვინიანიძე და ილია ლეჟავა
ლინა ღვინიანიძე და ილია ლეჟავა

ტყიბულის მაღაროში 4 მაღაროელის დაღუპვას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთაგან. სახალხო დამცველი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს: „ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები“. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, „დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული ნორმები შრომის უსაფრთხოების კუთხით“. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს: „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავიცვათ ბალანსი, რაც პირველ რიგში გაითვალისწინებს ადამიანის უსაფრთხოდ მუშაობის პირობებს და ასევე ბიზნესის ინტერესებს“. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ „შრომის ინსპექცია არ არის პანაცეა“, ეკონომიკის მინისტრის აზრით, ეს იყო „ტექნოლოგიური კატასტროფა“ და ა.შ. რა კითხვებზე პასუხის მიღებაა მნიშვნელოვანი 9 მაისს ტყიბულის მაღაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით? ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, და ილია ლეჟავა, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც 9 მაისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავეს და 10 მაისს, შუადღისას, გაათავისუფლეს:

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG