Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება დაუპირისპიროს საქართველომ „მცოცავ ანექსიას“?


თომა ჩაგელიშვილი, გიორგი გობრონიძე
თომა ჩაგელიშვილი, გიორგი გობრონიძე

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევამ და ამის დამადასტურებლად ახალი ბანერების დადგმამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკა. არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილიც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიას და გაააქტიუროს კომუნიკაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის თემა საკმარისად აქტუალური იყოს. წინააღმდეგობრივი შეფასებები გამოიწვია საოკუპაციო ხაზთან 14 ივლისს გამართულმა ჟურნალისტების აქციამ, რომლის დროსაც „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოხსნეს და გადააგდეს. ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი თვლის, რომ ეს იყო ყველაზე ადეკვატური მოქმედება და სამოქალაქო პროტესტის გამოხატულება. მასთან ერთად ნინო გელაშვილმა შექმნილ ვითარებაზე სამსჯელოდ თბილისის სტუდიაში მიიწვია გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG