დიმიტრი შაშკინმა, რომელსაც ბოლოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, 22 ოქტომბერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული წერილით დაადასტურა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება. ის წერილში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში დაბრუნდება და კვლავ მიეცემა საშუალება ემსახუროს თავის ქვეყანასა და ხალხს, საქართველოდან წასვლის მიზეზად კი ხელისუფლების შეცვლას ასახელებს. დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეერთებულ შტატებში იყო ვიზიტად და საქართველოში 6 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო. როგორ ემშვიდობება დიმიტრი შაშკინი საქართველოს და როგორ აფასებენ მის ამ ნაბიჯს პოლიტიკოსები და ექსპერტები?
”მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი ,,გაუგონარი ამბავი" ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს, თუმცა ვინც არ მიცნობს, მინდა დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას” ,- წერს დიმიტრი შაშკინი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე. ის ასევე დასძენს, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში გაატარა და ამბობს, ”ჩვენ, ყველამ ერთად, საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთო“.
დიმიტრი შაშკინი ლაპარაკობს სასჯელაღსრულების მინისტრობისა და ასევე განათლების მინისტრობის დროს მიღწეულ წარმატებებზე და ბოდიშს უხდის ჯარს, რომ ვერ მოასწრო ამ უწყებაში მისვლისას დასახული მიზნების განხორციელება.
დიმიტრი შაშკინის წერილის კომენტირებისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა სამსახური ასეთნაირად მიატოვა:
”თუ რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ბატონ შაშკინს, ნებისმიერ შემთხვევაში ჯარის ასე მიტოვება და წასვლა არის აბსოლუტურად მიუღებელი და უპასუხისმგებლო. თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ის ვერსად გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედება არის მხდალი ადამიანის ქმედება და მეტი არაფერი.”
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებას დიმიტრი შაშკინი 2012 წლის 4 ივლისს შეუდგა. მანამდე ის, 2009 წლის 7 დეკემბრიდან მოყოლებული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. ამ თანამდებობაზე სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადაიყვანეს, სადაც მუშაობა 2009 წლის 6 თებერვალს ჰქონდა დაწყებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გივი თარგამაძის ვარაუდით, დიმიტრი შაშკინმა უცხოეთში სამსახური იშოვა და იმიტომ დატოვა საქართველო. შეგახსენებთ, რომ იგი 1998 წლიდან მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2008 წლიდან კი იმავე ინსტიტუტში (IRI) - საქართველოს პროგრამის დირექტორად.
”ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ეს, ალბათ, ყველაზე უკეთ იცის თვითონ დიმიტრი შაშკინმა, მე არ ვიცი. ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეიძლება რაიმე სამსახური იშოვა, შეიძლება მართლა გაექცა, რაღაც... აი, ნამდვილად მის მაგივრად ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ”, - ამბობს გივი თარგამაძე.
უპასუხისმგებლო ადამიანის ქცევად აფასებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი დიმიტრი შაშკინის საქციელს, მისი წერილის შინაარსიდან გამომდინარე, და დასძენს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველო მსგავსი ქცევის თანამდებობის პირებისგან გადაარჩინა:
”ეს ადამიანი არ ყოფილა არც ერთ თანამდებობაზე დასანიშნი, არანაირი ნდობის ღირსი ეგ ადამიანი არ ყოფილა და, საერთოდ, ეგ არის დანაშაული, რომ ეს კაცი ასეთ მნიშვნელოვან პოსტებზე იყო ამდენი ხანი.”
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი დიმიტრი შაშკინის წერილის გაცნობის საფუძველზე ასკვნის, რომ მან, სულ ცოტა, ისიც კი არ იცის, როგორ ტოვებენ მინისტრები თანამდებობას:
”ეს ხალხი პატრიოტებად იყვნენ ცნობილი და გაირკვა, რომ საქართველო მას უყვარს, თუ მინისტრია ამ ქვეყანაში, და ისე, ჩვეულებრივ მოქალაქედ, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა. მაგრამ ეს მისი ნებაა. თუ არ აქვს კრიმინალთან კავშირი, იქნება უცხოეთში და, თუ რაიმე კავშირშია შემჩნეული, - და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ იცის თვითონ ძალიან კარგად, რისთვის გაიქცა, - როგორც გაიქცა, ისევე დააბრუნებენ. ეგ ახლა, დღევანდელ ცხოვრებაში, პრობლემა არ არის. ჩვენ დიდი ხანია გვიჭირს ამ ქვეყანაში ცხოვრება და შაშკინზე ნაკლები შანსები არ გვქონია უცხოეთში, მაგრამ არ წავსულვართ, იმიტომ რომ არ შეგვიძლია ამის გარეშე. ვიღაცას, როგორც ჩანს, ძალიან შეუძლია და ეგ მიგვითითებს, რომ ჩვენ მისი სახით გვყავდა ადამიანი, რომელსაც საქართველო არ უყვარს.”
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯომარე თამარ ჩუგოშვილი დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით სამი სხვადასხვა სამინისტროს მუშაობას იხსენებს და ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში სწორედ მისი მინისტრობის დროს გაგრძელდა პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არსებული სისტემის განვითარება; განათლების მინისტრად მისი მუშაობისას კი ჩვეული სახე მიიღო პედაგოგთა და სხვა პირთა სამსახურიდან დათხოვნამ პოლიტიკური ნიშნით. შესაძლოა, ეს პირდაპირ შაშკინის მითითებით არ ხდებოდა, ამბობს ჩუგოშვილი, მაგრამ, შესაძლოა, ის ამ საკითხებს ხელს აფარებდა. თამარ ჩუგოშვილისვე სიტყვებით, ასევე შესასწავლია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამინისტროში არსებული ვითარება. შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილისთვის მეორეხარისხოვანია დიმიტრი შაშკინის წერილის შინაარსი:
”რა წერილიც უნდა დაწეროს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ სამართლებრივად იქნეს შესწავლილი მისი ქმედებები და, თუ დამტკიცდება და დადასტურდება შესაბამისი სამართალდარღვევის და დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.”
შეგახსენებთ, რომ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, დიმიტრი შაშკინის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებდნენ. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა და ბრალდება დღესაც არსებობს და, შესაბამისად, გამოქვეყნებული წერილი მას ამ პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს.

ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეიძლება რაიმე სამსახური იშოვა, შეიძლება მართლა გაექცა ...გივი თარგამაძე

ეს ხალხი პატრიოტებად იყვნენ ცნობილი და გაირკვა, რომ საქართველო მას უყვარს, თუ მინისტრია ამ ქვეყანაში, და ისე, ჩვეულებრივ მოქალაქედ, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა ...ლევან ბერძენიშვილი
”ეს ადამიანი არ ყოფილა არც ერთ თანამდებობაზე დასანიშნი, არანაირი ნდობის ღირსი ეგ ადამიანი არ ყოფილა და, საერთოდ, ეგ არის დანაშაული, რომ ეს კაცი ასეთ მნიშვნელოვან პოსტებზე იყო ამდენი ხანი.”
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი დიმიტრი შაშკინის წერილის გაცნობის საფუძველზე ასკვნის, რომ მან, სულ ცოტა, ისიც კი არ იცის, როგორ ტოვებენ მინისტრები თანამდებობას:
”ეს ხალხი პატრიოტებად იყვნენ ცნობილი და გაირკვა, რომ საქართველო მას უყვარს, თუ მინისტრია ამ ქვეყანაში, და ისე, ჩვეულებრივ მოქალაქედ, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა. მაგრამ ეს მისი ნებაა. თუ არ აქვს კრიმინალთან კავშირი, იქნება უცხოეთში და, თუ რაიმე კავშირშია შემჩნეული, - და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ იცის თვითონ ძალიან კარგად, რისთვის გაიქცა, - როგორც გაიქცა, ისევე დააბრუნებენ. ეგ ახლა, დღევანდელ ცხოვრებაში, პრობლემა არ არის. ჩვენ დიდი ხანია გვიჭირს ამ ქვეყანაში ცხოვრება და შაშკინზე ნაკლები შანსები არ გვქონია უცხოეთში, მაგრამ არ წავსულვართ, იმიტომ რომ არ შეგვიძლია ამის გარეშე. ვიღაცას, როგორც ჩანს, ძალიან შეუძლია და ეგ მიგვითითებს, რომ ჩვენ მისი სახით გვყავდა ადამიანი, რომელსაც საქართველო არ უყვარს.”
რა წერილიც უნდა დაწეროს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ სამართლებრივად იქნეს შესწავლილი მისი ქმედებები ...თამარ ჩუგოშვილი