შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქუთაისში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომლის მონაწილეებს პოტენციურმა დამსაქმებლებმა შესთავაზეს სხვადასხვა ვაკანსია. პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია, „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი,“ რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განათლებისა და დასაქმების თანაბარი პირობების შექმნას.