Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბრუნების 26-დღიანი ქრონიკა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გარდაცვლილის სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში გადაასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG