Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი: ჩვენ თბილისისთვისაც და ცხინვალისთვისაც თავის ტკივილი ვართ


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

2008 წლის 16 აგვისტოს ოკუპირებულ ქალაქ გორიდან დაიძრა ასამდე ჯავშანტრანსპორტიორისა და სატვირთო ავტომანქანისაგან შემდგარი რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც ქართული პოლიციის, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და უამრავი ჟურნალისტის თვალწინ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შევიდა ახალგორში, საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონში. იმ დღიდან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში მყოფი რაიონი, სადაც ომამდე დაახლოებით 7 000 ადამიანი ცხოვრობდა, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ფარგლებში მოექცა როგორც ლენინგორის რაიონი, რომელსაც ცხინვალის მიერ ხელდასხმული ადმინისტრაცია მართავს. ოკუპირებულ ახალგორში მას შემდეგ ქართველების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, თუმცა საკუთარ კერაზე რჩება ათასამდე ქართველი, რომლებსაც საქართველოში ბევრი კოლაბორაციონიზმში სდებს ბრალს, ხოლო საოკუპაციო რეჟიმი, პირიქით, პროქართული პოზიციისა და უცხოურ მედიასთან საკუთარ პრობლემებზე საუბრის გამო სდევნის. ერთ-ერთი მათგანია ახალგორელი პედაგოგი თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც რადიო თავისუფლებას ტელეფონით უამბო, თუ როგორ ცხოვრობს ახალგორი ოკუპაციის მეშვიდე წლისთავზე.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG