ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
დადასტურებული შემთხვევა - 174
გარდაცვლილი - 2
გამოჯანმრთელებული - 36
კარანტინში - 5010
სტაციონარში - 350
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი;
"ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი და მათგან 4-ში მივიღეთ დადებითი პასუხი. წყარო არის სხვადასხვა - ერთის არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, სამის არის ეროვნული ბანკი. მათთან მძიმე მდგომარეობა არ არის", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით მეორე პციენტი გარდაიცვალა. ის თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია თანხმლები დაავადებებით, რომელიც დამამძიმებელ ფაქტორებად ითვლებოდა. გარდაცვლილი საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებლად იყო შეფასებული.
კორონავისურით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. 79 წლის ქალი ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მასაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ ასი ათასს გადააჭარბა. გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელსაც 10 დღის წინ ვირუსი დაუდასტურდა. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გამოკვლევებზე გადაიყვანეს, რადგან მას ვირუსის სიმპტომები ამ დრომდე არ მოეხსნა.
ამ თემაზე ასევე ნახე:
·რომის პაპი ბზობისადმი მიძღვნილ მესას გაუძღვა თითქმის ცარიელ წმინდა პეტრეს ტაძარში
·საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დაინიშნა 3 რეისი პარიზიდან, რომიდან და თელავივიდან
ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები იკეტება
დღეს ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ბაზრებში უსაფრთხოების ნორმების დარღვევები გამოვლინდა.
მოვაჭრეები ითხოვენ, რომ გადაწყვეტილება 10 აპრილამდე გადავადდეს, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების გამო, გადავადებაზე ვერ დათანხმდებიან. 4 აპრილს უკვე დაიხურა სენაკის ბაზარი.
უკრაინა იტყობინება ჩერნობილის ზონაში ხანძრის ჩაქრობის შესახებ
უკრაინა იტყობინება, რომ ხანძარი, რომელიც ჩერნობილის ზონაში ტყეს გაუჩნდა, უკვე ჩამქრალია, ხოლო დალუქული ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.
ხანძარი გუშინ 20 ჰექტარზე გავრცელდა. მის ჩასაქრობად 130 მეხანძრის მობილიზება გახდა საჭირო. ცეცხლი იმ ტყეს გაუჩნდა, რომელიც ყოფილ ელექტროსადგურს ირგვლივ აკრავს. ჩერნობილის ატომურ სადგურს 2016 წლიდან ახალი სარკოფაგი იცავს რადიაციის გაჟონვისგან.
“არ ვთვლი, რომ რაღაც გმირული გავაკეთე“ - ინტერვიუ მედდასთან, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა პირველია ქვეყანაში მედპერსონალს შორის, რომელსაც კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო. ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი, მაშინ განმარტეს, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა თავის თავზე აიღო კორონავირუსით ინფიცირებული რთული პაციენტის დახმარება.
ამერიკაში მცხოვრებ 80 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეს, COVID-19-ის გარდა, სხვა თანდაყოლილი დაავადებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა. სწორედ მას ეხმარებოდა ბათუმელი მედდა, რომელიც რადიო თავისუფლებას ამ შემთხვევის დეტალებს უყვება.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 7 დაინფიცირებულ პაციენტთან ერთად. ამბობს, რომ მას COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს. დღეს კი თავს უკეთ გრძნობს. გამოჯანმრთელებას ელოდება, რომ ჯერ სახლში მივიდეს, სადაც იზოლაციაში მყოფი დედა ელოდება. შემდეგ კი ისევ აპირებს სამსახურში დაბრუნებას.
- როგორ უნდა გვეცხოვრა, ან როგორ უნდა ვიცხოვროთ ურთიერთობის გარეშე?
- როგორ ვიცვლებოდით მაშინ, როდესაც ურთიერთობის ფორმა იცვლებოდა?
- იძულებითი დისტანცია და ურთიერთობის ვნება - რა იყო გუშინ და რა გველის ხვალ?