ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის” მიერ დაქირავებული, დაახლოებით, 3700 თანამშრომელი კვლავაც ხელფასის გაორმაგებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. გაფიცულები ეჭვის თვალით უყურებენ დამქირავებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაზღაურების 25%-იან ზრდასთან დაკავშირებით. ახალი მთავრობის მომლოდინე მაღაროელებს კვირას სოლიდარობა სტუდენტთა ერთმა ნაწილმაც გამოუცხადა.
გიორგი ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ, დაახლოებით, 50 სტუდენტს შორის, რომლებიც საკუთარი ხარჯით დაქირავებული 3 სამარშრუტო ტაქსით 21 ოქტომბერს ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ ჭიათურაში ჩავიდნენ. პირველი სხდომის დღეს პარლამენტის ახალი შენობის წინ ქუთაისში სტუდენტებმა, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, ”მხოლოდ დამქირავებელთა ინტერესებზე მორგებული” ”არაადამიანური” ”შრომის კოდექსი” გააპროტესტეს; ხოლო შემდეგ ჭიათურაში ჩავიდნენ მათთან, ვინც, დიდწილად, სწორედ ამ უსამართლო ”შრომის კოდექსის” საფუძველზე იჩაგრება.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი და სტუდენტური გაერთიანების ”ლაბორატორია 1918-ის” წარმომადგენელი გიორგი ჩუბინიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მანკიერი საკანონმდებლო ბაზა საქართველოში დაქირავებულთა საერთო თავის ტკივილს წარმოადგენს, ჭიათურელ მაღაროელთა სატკივარი კი ამ პრობლემის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა:
”იქ რაც ვნახეთ, საშინელება იყო. არაადამიანურ პირობებში მუშაობენ... ჰიგიენის არანაირი ნორმები არ არის დაცული... შახტა გასული საუკუნის 40-იანი, 50-იანი წლების ტექნიკით მუშაობს, ანუ ტყუილია, რომ ინვესტორი განავითარებდა ინფრასტრუქტურას და გააუმჯობესებდა პირობებს... შრომის კოდექსი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უმთავრესია ამ ადამიანებისთვის, რომ ნორმალური პირობები მაინც შეექმნათ და ხელფასი ოდნავ მაინც ადეკვატური იყოს მათი შრომის.”
სტუდენტების მხრიდან გამოხატულმა სოლიდარობამ, როგორც გიორგი ჩუბინიძე ამბობს, მაღაროელებს სიმხნევე შემატა და ისინი კვლავაც აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ხელფასების გაორმაგება წარმოადგენდა და ეს მოთხოვნა ჯერ ისევ ძალაშია. მაღაროელები, რომელთა მაქსიმალური ხელფასი (დაუზუსტებელი ინფორმაციით), დაახლოებით, 500 ლარს შეადგენს, ეჭვის თვალით უყურებენ კალკულაციას, რომლის მიხედვითაც კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობა ხელფასების 25%-იან მატებაზე ლაპარაკობს. როგორც გაფიცულმა მაღაროელებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, მათ ატყუებენ, რადგანაც ხსენებულ 25 პროცენტში საპრემიო განაკვეთებიც შედის. ნამატის ჯამში საპრემიო განაკვეთი მართლაც რომ შედის, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თავად დამქირავებელი კომპანიის - ”ჯორჯიან მანგანეზის” - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა კვარაცხელიაც ადასტურებს, თუმცა, მისი თქმით, წინგადადგმული ნაბიჯი ის არის, რომ ნამატი გეგმის შესრულების ალბათობასთან არ იქნება მიბმული:
”პრემია ისეთი რამ არის, რომ შეიძლება არ დაიმსახურო და არ მოგცენ. იმისათვის რომ გარანტირებულად ჰქონოდათ, პრემიის თანხა შევუყვანეთ ხელფასში. ანუ მათ გარანტირებულად აქვთ 25%-იანი ნამატი. ხელფასი გაეზარდათ 25 პროცენტით.”
მაკა კვარაცხელიას თქმით, შექმნილია 8 კომისია, რომელიც ამ ეტაპზე გაფიცული მაღაროელების ყველა მოთხოვნას შეისწავლის და რომ ამ კომისიათა მუშაობაში თავად მაღაროელებიც უნდა ჩაერთონ. მაგრამ ამ წინადადებას მიუღებლად მიიჩნევენ გაფიცულები და, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, გოჩა ქვათაძემ, უთხრა 22 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას, საკითხის გადაწყვეტას ისინი ახალ მთავრობას მიანდობენ:
”ჩვენ კომისიაში რატომ უნდა შევიდეთ?! თვითონ გაარკვიონ და მერე, ღვთის და მადლის შეწევნით, მოვა ივანიშვილის ახალი მთავრობის კომისია და შეადარონ ერთმანეთს. ჩვენ რაზე უნდა შევიდეთ კომისიებში, როცა არ ვიცით, როცა არ ვართ მაგისი სპეციალისტები... უარი ვუთხარით ამიტომ. თვითონ შექმნეს რაღაცა კომისიები და იკვლევენ.”
გაფიცულებს ყოველდღე ხვდება ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან, მალხაზ წერეთელი, რომელიც იმედოვნებს, რომ მაღაროელთა პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. თუმცა ვიდრე შრომის კოდექსი დაიხვეწება და არსებულ ეჭვებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, თავის სიტყვას გამოძიებაც იტყვის, წერეთელი ახალი მთავრობის და, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს უპირველეს ამოცანად იმ ხელშეკრულებაში ასახულ ვალდებულებათა გადახედვას მიიჩნევს, რომელიც კერძო ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არის გაფორმებული. დეპუტატი ამბობს, რომ ხელშეკრულების დეტალები ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.

იქ რაც ვნახეთ, საშინელება იყო. არაადამიანურ პირობებში მუშაობენ... ჰიგიენის არანაირი ნორმები არ არის დაცული ...გიორგი ჩუბინიძე

ჩვენ კომისიაში რატომ უნდა შევიდეთ?! თვითონ გაარკვიონ და მერე, ღვთის და მადლის შეწევნით, მოვა ივანიშვილის ახალი მთავრობის კომისია და შეადარონ ერთმანეთს ...მაკა კვარაცხელია