Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი მზად არის გაუმკლავდეს „ბრექსიტის“ შედეგებს


დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის გაუმკლავდეს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს.

27 ივნისს ოსბორნმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 24 ივნისს ცნობილი გახდა რეფერენდუმის შედეგები, მას რეგულარული კავშირი აქვს ინგლისის ბანკის ხელმძღვანელ მარკ კარნისთან და გაუთვალისწინებელი შედეგების შემთხვევაში, შემუშავებული აქვთ კარგად მოფიქრებული ერთობლივი გეგმა. „ჩვენ ტექნიკური თვალსაზრისით მომზადებული ვართ ყველანაირი შემთხვევისათვის“, - განაცხადა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა.

ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმში კავშირიდან გასვლის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ, ბრიტანული ფუნტი განაგრძობს გაუფასურებას და 27 ივნისს მისი კურსი საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე კვლავ დაეცა. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს რეგულარული კონსულტაციები აქვს ბრიტანეთის საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან.

XS
SM
MD
LG