საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით ერთ საათს გასტანა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის პროცედურამ. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენეს. მუხლები შეეხება დანაშაულს, რომელიც გულისხმობს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. დაკითხვაზე დედაქალაქის მერმა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გიგი უგულავას გამოსვლას უწყების ეზოში შეკრებილი ათასზე მეტი ადამიანი ელოდებოდა. მხარდამჭერებისადმი მიმართვაში თბილისის მერმა განაცხადა, რომ ”ბრალდება ვერ გაიგო”:
”ერთი ვიცი, რომ წამოვიღე ერთი მანქანა ფურცლები, რომელსაც გავეცნობი, გაგაცნობთ, ვნახავთ, რაში გვედავებიან. მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. უფრო მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომაა, მეგობრებო, ვიდრე ის ბრალდებები, რომლებიც გაქარწყლდება და გაქრება, მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი თითოეული ის შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელიც მართლა ვაგონებით დაჰყავდათ აქ, თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარდგება“.
გიგი უგულავასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა მისი ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე, რომელმაც დააზუსტა, რომ საქმის მასალები 50 ტომისგან შედგება. მანვე განმარტა გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია:
”მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ეს არის მითვისება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ - ტელეკომპანია „იმედის“ ერთი ეპიზოდი. მეორე ეპიზოდში იგივე მუხლი წარედგინა „თბილსერვისის“ ეპიზოდში. ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მას ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას”.
თბილისის მერის, გიგი უგულავას მიმართ დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე ბრალდების დადგენილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 თებერვალს გამოიტანა. ბრალდება მოიცავს ორ ეპიზოდს. ერთი ეხება რიყის ტერიტორიის გასხვისებას, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანია „იმედის“ ხელისუფლების მიერ ხელში ჩაგდების სქემის ნაწილადაა წარმოდგენილი, მეორე ეპიზოდი კი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს. გამოძიების თანახმად, ორივე ეპიზოდში თბილისის მერის ბრალეულობა იკვეთება. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, გიორგი უგულავას დავალებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ტელეიმედის დათმობაზე პირდაპირი მუქარით დაიყოლია 2008 წლის მდგომარეობით ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯოზეფ ქეი, რომელსაც ტელეკომპანიაში გაწეული ხარჯები 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით დაუბრუნდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნათია სუხიაშვილი აცხადებს:
”გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს ”ახალი რიყის” მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 მილიონ ამერიკულ დოლარად უკან გამოისყიდდა. სინამდვილეში კი, 10 მილიონი ამერიკული დოლარი ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად იყო განკუთვნილი”.
ბრალდების მეორე ეპიზოდი შპს ”თბილსერვის ჯგუფში” „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ 764 აქტივისტის, ეგრეთ წოდებული პარტიული კოორდინატორის, დასაქმებას შეეხება. საგამოძიებო სამსახურის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ, ხელფასის სახით, 4 130 728 ლარი დაერიცხათ. გიგი უგულავას საქმის ამ ეპიზოდზე გამოხმაურებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარალელი ”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სირთულეებთან გაავლო და აღნიშნა:
”მე ჩემი საკუთარი ფულის დახარჯვის საშუალება არ მომცეს არჩევნების პროცესში და 20 პროცენტით დავაფინანსეთ მხოლოდ საფინანსო კამპანია. მან ბიუჯეტის ფული დახარჯა, ჩვენი ხალხის ფული დახარჯა, გაჭირვებული ხალხის ფული. აი, ნაგავი რომ მიაბეს, მე რაც ვიცი მედიიდან, ნაგავი რომ მიაბეს ელექტროგადასახადებს, აი, ის ფული დახარჯა და მაგ დასაქმების უფლება მას არ ჰქონდა. ასე თვითნებურად ხარჯოს ბიუჯეტის ფული, არავის არ მიუნიჭებია მისთვის ეს უფლებები და პასუხი აგოს კონკრეტულად კონკრეტულ კითხვებზე. ხალხის დასაქმებაში ნუ გადაყავს ეს ზოგადად”.
გიგი უგულავას უდანაშაულობისა და მისი მხარდაჭერის ნიშნად, საგანგებო განცხადება გაავრცელეს თბილისის მთავრობის წევრებმა. ისინი თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტზე, წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებებსა თუ შეცდომებზე მერთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას და დარწმუნებულნი არიან, რომ გიგი უგულავას მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.
თავად გიგი უგულავა კი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თანახმად, წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ამ ეტაპზე მისი დაკავება არ განიხილება:
”დღეის მდგომარეობით და განწყობით, ჩვენ სურვილი არა გვაქვს, თორემ უკვე გვქონდა უფლება მისი დაკავებისა. მომავალში ვნახოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ადამიანი არ დაემალება გამოძიებას და თქვენ იცით, ეს ტრიადა ხელს არ შეუშლის და მოწმეებზე ზემოქმედებას არ იქონიებს”.
თავად გიგი უგულავამ 22 თებერვალს, მისთვის ბრალის პირადად წარდგენამდე, თბილისის თვითმმართველობის ფუნქციონირების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები გაატარა, რაც საკადრო ცვლილებებში გამოიხატა. კერძოდ, მან თბილისის პირველ ვიცე-მერად საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე, ხოლო მერის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი დანიშნა. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, მერის დაკავების შემთხვევაში, მისი უფლება-მოვალეობების შესრულებას შეუდგნენ.
”არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს” - ეს იყო, თავის მხრივ, სახელწოდება თბილისის მერის მხარდასაჭერი აქციისა, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეზოში ორ საათს გასტანა. აქციის მონაწილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა:
”საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსგავსი ზეწოლა იყო აბსოლუტურად ყველა თვითმმართველობაზე, მთელ საქართველოში. ახლა ეს მცდელობა არის თბილისში. უნდათ თბილისის თვითმმართველობის ხელში აღება, ოპოზიციის მთლიანად განადგურება და, როგორც ჩანს, არიან პანიკურ შიშში მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაანონსეთ 19 აპრილის აქცია”.
აქვე დავძენთ, რომ თბილისის მერის მხარდამჭერი აქცია მშვიდ გარემოში,
პოლიციის განსაკუთრებული ზედამხედველობისა და კონტროლის პირობებში გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, აქციის ორგანიზატორებმა გამოთქვეს ეჭვიც იმის შესახებ, რომ ზოგიერთ მსურველს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურამდე მისვლის საშუალება არ მიეცა.
პროკურატურა სასამართლოს გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 24 თებერვალს მიმართავს.

მე ჩემი საკუთარი ფულის დახარჯვის საშუალება არ მომცეს არჩევნების პროცესში და 20 პროცენტით დავაფინანსეთ მხოლოდ საფინანსო კამპანია. მან ბიუჯეტის ფული დახარჯა, ჩვენი ხალხის ფული დახარჯა, გაჭირვებული ხალხის ფული...ბიძინა ივანიშვილი
გიგი უგულავასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა მისი ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე, რომელმაც დააზუსტა, რომ საქმის მასალები 50 ტომისგან შედგება. მანვე განმარტა გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია:
”მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ეს არის მითვისება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ - ტელეკომპანია „იმედის“ ერთი ეპიზოდი. მეორე ეპიზოდში იგივე მუხლი წარედგინა „თბილსერვისის“ ეპიზოდში. ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მას ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას”.
თბილისის მერის, გიგი უგულავას მიმართ დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე ბრალდების დადგენილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 თებერვალს გამოიტანა. ბრალდება მოიცავს ორ ეპიზოდს. ერთი ეხება რიყის ტერიტორიის გასხვისებას, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანია „იმედის“ ხელისუფლების მიერ ხელში ჩაგდების სქემის ნაწილადაა წარმოდგენილი, მეორე ეპიზოდი კი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს. გამოძიების თანახმად, ორივე ეპიზოდში თბილისის მერის ბრალეულობა იკვეთება. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, გიორგი უგულავას დავალებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ტელეიმედის დათმობაზე პირდაპირი მუქარით დაიყოლია 2008 წლის მდგომარეობით ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯოზეფ ქეი, რომელსაც ტელეკომპანიაში გაწეული ხარჯები 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით დაუბრუნდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნათია სუხიაშვილი აცხადებს:
”გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს ”ახალი რიყის” მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 მილიონ ამერიკულ დოლარად უკან გამოისყიდდა. სინამდვილეში კი, 10 მილიონი ამერიკული დოლარი ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად იყო განკუთვნილი”.
დღეის მდგომარეობით და განწყობით, ჩვენ სურვილი არა გვაქვს, თორემ უკვე გვქონდა უფლება მისი დაკავებისა. მომავალში ვნახოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ადამიანი არ დაემალება გამოძიებას და თქვენ იცით, ეს ტრიადა ხელს არ შეუშლის და მოწმეებზე ზემოქმედებას არ იქონიებს...არჩილ კბილაშვილი