Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანზორ სვანიძე: „მოხდა დემონტაჟი და არა კონსტრუქციების დაზიანება“


ბორჯომი
ბორჯომი

ბორჯომელი მოვაჭრეების უკმაყოფილება სავაჭრო ჯიხურების წინ გამოტანილი დახლების აღებამ გამოიწვია. 9 აპრილის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან, დილით მისულ მოვაჭრეებს ტერიტორია 2015 წელს ერთი წლით სარგებლობისათვის გადაეცათ, შემდეგ კი ის აუქციონის წესით ბანკიდან აღებული კრედიტით შეისყიდეს.

დაზარალებულების მტკიცებით, სავაჭრო ობიექტი ძალიან მცირე მოცულობისაა, რის გამოც გასაყიდი ნივთები და პროდუქტი ჯიხურში არ ეტევა. ათამდე ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ნავაჭრიდან მიღებული თანხაა.

ვაჭრობისთვის ჯიხურები აქვთ გამოყოფილი, საზოგადოებრივ სივრცეს კი ნუ დაიკავებენო, ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2012 წლის საკრებულოს დადგენილებაში მითითებულია ადგილები, სადაც გარევაჭრობა აკრძალულია. მათ შორის არის 9 აპრილის ქუჩაც. ანზორ სვანიძის თქმით, სავაჭრო ობიექტების გადაცემისას შეთანხმება შედგა ჯიხურებში ვაჭრობაზე და არა მის გარეთ. გამგებლის მოადგილის მტკიცებით, აღებული კონსტრუქციები კეთილმოწყობის სამსახურის ტერიტორიაზე ინახება, რომლის წაღებაც მეპატრონეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, თუმცა ქალაქში დახლებს ვერსად განათავსებენ, ირწმუნება ანზორ სვანიძე.

ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს ყოველდღიური კონტროლი გააგრძელოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრეები დახლებს ისევ განათავსებენ, მუნიციპალიტეტი იმავე ზომებს მიიღებს.

XS
SM
MD
LG