„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი ფიქრობს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. გაზეთი იტყობინება, რომ ბლუმბერგმა თავის მრჩევლებს დაავალა, შექმნან შესაძლო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების გეგმა. 73 წლის მილიარდერი, ბლუმბერგი, დეკემბერში გამართული გამოკითხვით იკვლევდა, როგორ უნდა წარმართოს ბრძოლა დონალდ ტრამპის და ჰილარი კლინტონის, რესპუბლიკელი და დემოკრატი მეტოქეების წინააღმდეგ. ბლუმბერგი აპირებს მარტისთვის საბოლოოდ გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები აქამდე არასოდეს მოუგია დამოუკიდებელ კანდიდატს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1