როგორ უნდა აღმოიფხვრას ბავშვების მიმართ ძალადობა და როგორ შეძლებენ ძალადობასთან ბრძოლას პედაგოგები, ფსიქოლოგები და ექიმები? ამ საკითხებზე სამსჯელოდ ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე - "ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობის პრევენციაში".