აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიიღო ბათუმის მთავარი მეჩეთის სრული რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება. ახალი მეჩეთის მშენებლობის ნაცვლად მოქმედი სამლოცველოს სრული რესტავრაცია და სათანადოდ აჭღურვა ხელისუფლებისგან დაახლოებით ერთი წლის წინ ითხოვა დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ. განსახვავებული პოზიცია აქვს „მუსლიმთა კავშირს,“ რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს.