Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი მასპინძლობს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს


საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში
საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში მასპინძლობს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს. მასში მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი. საქართველო ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებმა კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს. მე-17 კონგრესის თემაა „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში.“
ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი მუშაობას 1 ივლისს დაასრულებს.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო. ის შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრების დღის წესრიგშია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი, რადგან მმართველმა პარტიამ 2024 წლისთვის გადადო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება.

XS
SM
MD
LG