გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს მიაჩნია, რომ სამშვიდობო პროცესისთვის სასიკვდილო დარტყმის ტოლფასი იქნება, თუ ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიაზე გააგრძელებს ებრაელთათვის ათასობით ახალი საცხოვრებლის მშენებლობას. ისრაელის გეგმის მიმართ პროტესტი გამოთქვეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა.
ისრაელის გეგმით, სამი ათასი ახალი საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიაზე, რომელსაც გაეროს მიერ აქვს მინიჭებული ავტონომიის სტატუსი. გაერო თვლის, რომ თუ ეს გეგმა განხორციელდა, აღმოსავლეთ იერუსალიმი მთლიანად იქნება მოწყვეტილი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს. გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ „დასახლებების მშენებლობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონობაა“. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და შვედეთ პროტესტი გამოთქვეს ისრაელის გეგმის თაობაზე. გერმანიამ მოუწოდა ამ ქვეყანას, თავი შეიკავოს მშენებლობებისგან. ისრაელმა პარასკევს გამოაცხადა ამ გეგმის შესახებ. მანამდე, ერთი დღით ადრე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა პალესტინელთა ავტონომიის სტატუსის გაზრდას, რის შედეგადაც პალესტინელთა თვითმმართველობა, რომელიც მანამდე „მეთვალყურე ერთეულად“ იყო მიჩნეული, გახდა „არაწევრი სახელმწიფო“. ისრაელმა გააძლიერა ზეწოლა, როცა კაბინეტმა 2 დეკემბერს გამოაცხადა, პალესტინელებს 100 მილიონ დოლარს ვუკავებ გადასახადებისა და სხვა შემოსავლებიდანო. ამ თანხებს პალესტინელთა ავტონომიის სახელით აგროვებს ისრაელი. როცა ნიუ იორკიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ, იორდანეს სანაპიროზე დაბრუნდა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, მან თანამემამულეებს მიმართა და მიულოცა, „ახლა სახელმწიფო“ გვაქვსო: „გილოცავთ ყველას, მამაცო პალესტინელებო, ეს წარმატება და გამარჯვება თქვენი, მხოლოდ თქვენი მონაპოვარია“.
აბასმა თქვა, რომ ის ახლა აპირებს თავისი ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხზე, კერძოდ კი, პალესტინელებს შორის შერიგების თემაზე. პალესტინელთა რიგებში პოლიტიკური განხეთქილებაა. აბასის „ფათაჰს“, რომელიც იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ბატონობს და ისლამისტურ „ჰამასს“ შორის, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ანტაგონიზმია. „ჰამასს“, რომელიც სამხედრო ძალით ესწრაფვის ისრაელთან ბრძოლას და ბოლო ხანებში ჭურვები დაუშინა ისრაელს, სამშვიდობო მოლაპარაკებაში პარტნიორად არ მიიჩნევენ თვით ისრაელი და აშშ. აშშ, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან - საფრანგეთთან, ბრიტანეთთან და მთლიანად ევროკავშირთან ერთად, გმობს ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობას პალესტინელთა ტერიტორიებზე. როგორც ითქვა, გენერალურმა მდივანმა მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, თუ ისრაელი თავის ამ გეგმას განახორციელებს, ეს ლამის “ სასიკვდილო დარტყმა“ იქნება პალესტინელებსა და ისრაელს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის თანახმად მოგვარებისთვისო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დასახლებების გამო კრიტიკა უარყო და თქვა, რომ ისრაელი იერუსალიმში ამ გეგმის განხორციელებას გააგრძელებს:
„ჩვენ ვაშენებთ და გავაგრძელებთ მშენებლობას იერუსალიმში და ყველა იმ რაიონში, რომლებიც ისრაელის რუკაზეა და რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა“.
ისრაელს, ამ ქვეყნის კანონით, მთელი იერუსალიმი თავის დედაქალაქად მიაჩნია, პალესტინელებს კი, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილის თავიანთი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადება სურთ. როცა ისრაელმა აღმოსავლეთი იერუსალიმი დაიკავა და შემდეგ კი ეგრეთ წოდებული „იერუსალიმის კანონი“ დაამტკიცა, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, „იერუსალიმის კანონი“ საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეფასდა. მოგვიანებით, 2004 წელს, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს პალესტინელთა უფლებას, თვითონ განსაზღვროს თავისი ტერიტორიის ბედი, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით.
გაეროში გასული კვირის კენჭისყრის შემდეგ, როცა პალესტინელთა ავტონომიის სტატუსი ამაღლდა, ისრაელმა გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ეს გავლენას არ იქონიებს. რაც შეეხება ისრაელის მიერ გადასახადების სახით აკრეფილი ფულის უკან დაბრუნებაზე უარს, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა იუვალ შტაინიცმა განაცხადა, რომ ეს მოხმარდება ისრაელის ელექტრო და სხვა ფირმებისთვის პალესტინელთა ავტონომიის მიერ გადასახდელი ვალის დაფარვას. პალესტინელები გმობენ ამგვარ მიდგომას და მიიჩნევენ, რომ ისრაელის ქმედება მეკობრეობა და ძარცვაა. ნაღდი ფული პალესტინელთა ავტონომიას სასიცოცხლოდ სჭირდება ხელფასების გადასახდელად.

ჩვენ ვაშენებთ და გავაგრძელებთ შენებას იერუსალიმში და ყველა იმ რაიონში, რომლებიც ისრაელის რუკაზეა ...ბენიამინ ნეტანიაჰუ