29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა. პალესტინის ავტონომიის სტატუსის ამაღლება „ისტორიულ“ მოვლენად შეაფასა გაეროში პალესტინის ელჩმა, თუმცა რეზოლუციის მოწინააღმდეგეებმა კენჭისყრის შედეგები „კონტრპროდუქტიულად“ და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესისათვის სახიფათოდ მიიჩნიეს.
პალესტინისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ხმა მისცა 138-მა წევრმა ქვეყანამ, 9 ქვეყნის ელჩი იყო წინააღმდეგი, 41-მა კი თავი შეიკავა. გენერალური ასამბლეის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს „ისტორიული დღე“ უწოდა პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელმა გაეროში რაიად მანსურმა, რომელმაც ასე განმარტა პალესტინისათვის მინიჭებული „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსის შინაარსი:
„დღევანდელი დღე ისტორიული დღეა. ეს კენჭისყრა იყო ბრწყინვალე კენჭისყრა და ჩვენ მივიღეთ დიდი მხარდაჭერა: გაეროს ორ მესამედზე მეტმა მხარი დაუჭირა პალესტინას. გენერალურმა ასამბლეამ დააკანონა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება და მას მიანიჭა დამკვირვებელი ქვეყნის, გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი“.
გაეროს გენერალური ასამბლეის ეს ნაბიჯი ირიბად ნიშნავს პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, ღაზის სექტორისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ფარგლებში. რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა ცხრა სახელმწიფომ - მათ შორის, აშშ-მა, ისრაელმა და კანადამ. გაეროში ისრაელის ელჩმა რონ პროსორმა გაიმეორა, რომ ისრაელის სახელმწიფო ესწრაფვის მშვიდობას პალესტინასთან, თუმცა, ელჩის თქმით, კენჭისყრის შედეგები „თავდაყირა აყენებს“ სამშვიდობო ძალისხმევას. „სამწუხარო და კონტრპროდუქტიული“ უწოდა პალესტინის შესახებ მიღებულ რეზოლუციას გაეროში აშშ-ის ელჩმა სუზან რაისმაც:
„ამ დარბაზში მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა ორ ქვეყანას შორის ჭეშმარიტი და ხანგრძლივი სამშვიდობო მოწესრიგების საქმეში. ვერანაირი რეზოლუცია ვერ შეცვლის არსებულ რეალობას და ვერ შექმნის სახელმწიფოს იქ, სადაც ის არ არსებობს. ამიტომ დღევანდელი კენჭისყრა არასწორად არ უნდა გაიგონ გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ. ეს რეზოლუცია არ აღიარებს, რომ პალესტინა სახელმწიფოა“.
29 ნოემბრის რეზოლუციით მინიჭებული ახალი სტატუსი პალესტინას შესაძლებლობას აძლევს წარმოდგენილი იყოს გაეროს სააგენტოებში, მათ შორის - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც პალესტინის წარმომადგენლებს შეეძლებათ იმოქმედონ ისრაელის წინააღმდეგ. პალესტინის ავტონომიისათვის უფრო მაღალი საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას ქალაქ რამალაში პალესტინელთა საყოველთაო აღფრთოვანება მოჰყვა. ქუჩაში გამოსული ადამიანები აფრიალებდნენ დროშებს, ცეკვავდნენ და აყვირებდნენ მანქანებს. ანალიტიკოსები ილუზორულს უწოდებენ პალესტინელთა ოცნებებს დამოუკიდებლობაზე, რაც, მათი თქმით, მხოლოდ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით შეიძლება განხორციელდეს.

ამ დარბაზში მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა ორ ქვეყანას შორის ჭეშმარიტი და ხანგრძლივი სამშვიდობო მოწესრიგების საქმეში ...