ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ის საშუალებას აძლევს ქართულ ბიზნესს ევროპის თითქმის 500-მილიონიან ბაზარზე პროდუქცია ბარიერების გარეშე შეიტანოს. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს შესაძლებლობა? ამ და ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებზე სასაუბროდ ინტერვიუ ვთხოვეთ ”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” პრეზიდენტს რამაზ გირლიანს.