Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი კვლავაც ცხინვალში რჩება


26 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემაზე. ერგნეთში, "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე, ტექნიკური ხასიათის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ, განაცხადა, რომ ოსური მხარის თქმით, ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ შეძლეს და ამის გამო ექპერტიზისთვის მიმართეს რუსეთის ფედერაციას, რასაც, მათი განცხადებით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება იყო ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც, ერგნეთში გამართული შეხვედრის პარალელურად, ჟენევაში ილაპარაკა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კი სპეციალური რეზოლუციების შექმნას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG