Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი: შეშფოთებული ვარ ძალადობის ესკალაციით


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოეხმაურა ღაზის სექტორში ისრაელის არმიასა და ჰამასის ექსტრემისტულ დაჯგუფებას შორის მიდინარე საბრძოლო შეტაკებებს და შეშფოთება გამოთქვა ძალადობის ესკალაციისა და მსხვერპლის გამო.

ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით ნატო არ აპირებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში ჩარევას: „ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ნატო არ მონაწილეობას და ვერ ხედავს საკუთარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მაგრამ ამას რომ ვამბობ, მე ძალიან ვარ შეშფოთებული ძალადობის ესკალაციით ორივეგან, ღაზაში და ისრაელში და ძალიან ვწუხვარ უდანაშაულო სამოქალაქო პირების დაღუპვისა და ტანჯვის გამო, როგორც ისრაელში, ისე ღაზაში. ცხადია, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი და უნდა შეწყდეს თავდასხმები ისრაელზე, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მოელის, რომ ისრაელიც გამოიჩენს თავშეკავებას.“

ნატოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე შეეხო ასევე სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს და განაცხადა, რომ საუბარი არ არის სირიის „არა საფრენ ზონად“ გამოცხადებაზე. რაც შეეხება თურქეთისათვის „პეტრიოტის“ კლასის ანტისარაკეტო სისტემის გადაცემას, ანდეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ სარაკეტო კომპლექსის განლაგება, თუკი ეს საჭირო გახდება, თურქეთში მხოლოდდამხოლოდ თავდაცვითი მიზნებისათვის უნდა განხორციელდეს.

ორშაბათს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ტომას დე მეზიემ განაცხადა, რომ ნატო მოელის თურქეთისაგან თხოვნას თურქეთ-სირიის საზღვარზე ხმელეთი-ჰაერის კლასის „პეტრიოტის“ რაკეტების განლაგების თაობაზე.
XS
SM
MD
LG