Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მედიის მუშაობა სამცხე-ჯავახეთში


რაბათის ციხე
რაბათის ციხე

რეგიონში დამოუკიდებელი მედიის არსებობა ობიექტურ და ოპერატიულად მიწოდებულ ინფორმაციას გულისხმობს, - განმარტავენ ახალციხელები. სამცხე-ჯავახეთში ამჟამად ორი ტელეკომპანია - ,, მეცხრე არხი“ და ,,ბორჯომი“ -ფუნქციონირებს. ტელეკომპანია ,,ბორჯომის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ნოზაძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად მათთვის „ახალი ამბების“ მომზადება წინასაარჩევნოდ რთულდება.

კრიტიკული მასალების მომზადების შემდეგ ხშირია სატელეფონო ზარები და პირადი რჩევები, – ამბობს ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ „ახალი ამბების“ პროდიუსერი. თიკო კურტანიძის აზრით, მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირ ეთერში ყველა მხარის მონაწილეობაა.

სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი დამოუკიდებელი მედიის მუშაობისათვის შესაძლო საფრთხის შექმნაზე ლაპარაკობს. ნინო ნარიმანიშვილის აზრით, პრობლემა მათ მიერ მომზადებული კრიტიკული მასალებია.

საინფორმაციო სააგენტო ,,სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თამუნა უჩიძე იმ პერიოდს იხსენებს, როცა რედაქციამ ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის გამო პროკურატურას პრესკონფერენციიდან მიმართა.

რეგიონში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ლაპარაკი იყო „გამჭვირვალობა -საქართველოს“ ანგარიშშიც, რომლის თანახმადაც, „თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს კარგად არ აქვთ გააზრებული დამოუკიდებელი მედიის როლი და კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებენ“.

XS
SM
MD
LG