Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უსაფრთხო მოძრაობა


ახალციხე
ახალციხე

მგზავრების უსაფრთხო გადაყვანა და კომფორტული გარემო – ეს არის ის მნიშვნელოვანი ორი პუნქტი, რომლის შესრულებასაც ახალციხელი მგზავრები სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისგან მოითხოვენ.

მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი, უნდა შეეძლოს ყურადღების განსაკუთრებული მობილიზება, მოძრაობდეს ტექნიკურად გამართული ავტომანქანით და გზაც, თავის მხრივ, სწორად და მკვეთრად უნდა იყოს დახაზული, – მიაჩნია ავტომობილის მართვის ინსტრუქტორს კუკური ასპანიძეს. იგი აქცენტს მოძველებულ და მეორად საბურავებზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ ავტოავარიების გამომწვევ მიზეზად ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

მანქანის ტექნიკური გაუმართაობა, მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა და არასწორად დახაზული საგზაო ნიშნები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ახალციხელი მძღოლები საუბრობენ. მესხეთში მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება აუცილებელია, თუმცა ისე, რომ მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალური პირობები კიდევ უფრო არ გართულდეს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველო ვალდებულია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის შექმნას კომფორტული გარემო, ქვეყანაში მოძრაობდეს ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებები და მოძრაობის წესები დაიცვან როგორც ქვეითად მოსიარულეებმა, ასევე მძღოლებმა. ახალციხის ცენტრალური სადგურის შპს ,,მგზავრის“ დირექტორი სლავა ჩიხრაძე ყურადღებას მგზავრთა უფლებების დაცვაზე ამახვილებს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საავტომობილო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ გადამზადებასაც ითხოვს. საქართველოს მოქალაქე მძღოლები, რომლებიც მგზავრების გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებს ევროგაერთიანების ტერიტორიაზე ახორციელებენ, 2017 წლისთვის სავალდებულოპროფესიულ გადამზადებას გაივლიან, შიდა ტრანსპორტირებაში დასაქმებული მძღოლებისთვის კი კვალიფიკაციის ამაღლება სავალდებულო 4 წლის შემდეგ იქნება.

XS
SM
MD
LG