Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხელები სასმელად ვარგის წყალს ითხოვენ


სასმელი წყლის დროული და ხარისხიანი მიწოდება ახალციხელებისთვის ისევ პრობლემად რჩება. უკვე მრავალი წელია ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ხელისუფლების მიერ დანაპირების შესრულებას ელოდება. ამ დროისათვის წყლის მიწოდების 24-საათიანი გრაფიკი ქალაქის მხოლოდ რამდენიმე უბანშია დაცული. ახალციხელები ძირითადად სასმელ წყალს დილასა და საღამოს ორ–ორი საათის განმავლობაში იღებენ. მცხოვრებთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სასმელად დაბინძურებულ წყალს იღებენ და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

ქალაქის მოსახლეობის ერთ ნაწილს თუ დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდება აწუხებს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მიწოდებულ წყალს სპეციფიკური გემო და სუნი აქვს, რასაც, მათი აზრით, ქლორის ზედმეტი რაოდენობა იწვევს.

სასმელ წყალზე სინჯებს ყოველდღიურად იღებენ სამცხე–ჯავახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალურ ლაბორატორიაში. ქლორის დიდი დოზით მიწოდებას კომპანიის მთავარი სპეციალისტი უარყოფს. ირინა ჯვარიძე აცხადებს, რომ ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ნორმებით ხელმძღვანელობს.

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს, ამორტიზებული სისტემის განახლებისთვის თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გამოყოს, – აცხადებს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

რამდენად გაითვალისწინებს ცენტრალური ხელისუფლება ახალციხელების პრობლემას, 2015 წელს გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG