Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილებისთვის ბინების გადაცემა ახალ წლამდე გადაიდო


ახალციხე
ახალციხე

იძულებით გადაადგილებული პირები ახალციხეში შემოდგომისთვის დაპირებულ ახალ საცხოვრებელ ფართს ახალ წლამდე ვერ მიიღებენ. ამ დროისათვის რუსთაველის ქუჩის #113-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ობიექტების რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო. დევნილებს ბინები ოქტომბრის თვეში უნდა მიეღოთ. სამშენებლო კომპანია „სენის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამო, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდა. ბეჟან აბულაძის თქმით, მშენებლობის პროცესში კედლისა და სხვა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, რამაც მისი დროულად დასრულება შეაფერხა.

ახალციხის თვითმმართველ თემში 65 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, ქალაქ ახალციხეში კი - 180.რუსთაველის ქუჩის 113 ნომერში ბინებს 66 ოჯახი მიიღებს.

შენობების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული თბილისის სამშენებლო კომპანია „სენი“ ახდენს. სამუშაოები დაახლოებით 700 000 ლარი ჯდება, რისთვისაც თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

XS
SM
MD
LG