სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად 16 დეკემბრიდან შეუდგა. აკაკი მაჭუტაძემ პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. იგი ჯერ გუბერნიის სამსახურების უფროსებს შეხვდა, შემდეგ კი საკუთარი თავი სხვა თანამშრომლებსაც წარუდგინა. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდება. კიდევ რა გეგმები აქვს ახალ გუბერნატორს და როგორ შეხვდნენ თანამშრომლები?
აკაკი მაჭუტაძემ პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების გაცნობით კმაყოფილია. რეგიონის პირველი პირი გუბერნიაში რეორგანიზაციას ახლად დამტკიცებული 308–ე დებულებით გეგმავს, რაც 60 დღეში უნდა განხორციელდეს. აკაკი მაჭუტაძე ირწმუნება, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ მიუდგება და საქმისთვის მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს შეარჩევს. ამბობს, რომ რეგიონს კარგად იცნობს.
ახალმა გუბერნატორმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამსახურის უფროსებთან გამართა, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის სპეციალისტებთან გადაინაცვლა. სამსახურის უფროსებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრიდან გამოსული მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რეგიონის პირველი პირი თანამშრომელთა ფუნქციებით დაინტერესდა და სხვა საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.
სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გუბერნატორის შეხვედრაზე მოადგილეები არ გამოჩენილან. გელა დემეტრაძემ და ვახტან გეწაძემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები 12 დეკემბერს დაწერეს. დღესვე განცხადების საფუძველზე თანმამდებობა დატოვა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა არუთიუნ ჰოვანესიანმაც. გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ახალ გუბერნატორს საშუალება მისცა ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობები საკუთარი ხედვით დააკომპლექტოს. გელა დემეტრაძე გუბერნატორის მოადგილედ ზუსტად ერთი წლის წინ დაინიშნა.
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 13 დეკემბერს წარადგინა. ახალი კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს. აკაკი მაჭუტაძე რეგიონისთვის რიგით მე-10 გუბერნატორია. მას ამ დრომდე საქართველოს შსს–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
1974 წლის 11 მარტს თბილისში დაბადებული აკაკი მაჭუტაძე საგარეო ეკონომიკის მიმართულების სპეციალისტია.
იგი წლების განმავლობაში სამართალდამცავ და საფინანსო ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი. ადგილობრივები ახალი გუბერნატორისგან პრობლემების მოგვარებას ელოდებიან.
აკაკი მაჭუტაძე 2013 წლის 13 დეკემბრიდან იკავებს სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას სამცხე–ჯავახეთში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.