Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხეში მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწეული მოსავალი წელს საშუალოზე უკეთესად მიაჩნიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკლები მოსავალია, თუმცა ფასი ხელსაყრელია. ახალციხელთა დიდი ნაწილი მთავარ პრობლემად არა მოსავლის ნაკლებობას, არამედ მის რეალიზაციას თვლის.

გასულ წელს მოწეული მოსავლის ძირითადი ნაწილი დაგვილპა და გადავყარეთო, ამბობს სოფელ ურავლის მკვიდრი ლამარა ზედგინიძე. ხელისუფლებას ჩვენ დახმარებას მხოლოდ რეალიზაციაში ვთხოვთო, აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები. ხელისუფლება კი ამბობს, რომ მას დახმარება მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით შეუძლია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე აცხადებს, რომ მოწეული მოსავლის აღება-რეალიზაცია თავად გლეხის საქმეა.

მოსახლეობის პრობლემა რომ მოწეული მოსავლის რეალიზაციაა, ეს კარგად იციან ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ, წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს მოსახლეობას რეალიზაციის პრობლემა უფრო ნაკლებად ექნება.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ხელისუფლებას იმპორტირებული პროდუქციის შეზღუდვას სთხოვს, რათა მოსახლეობამ სოფლის მეურნეობით ცხოვრება შეძლოს.
XS
SM
MD
LG