საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიის მთავრობა შეიცვლება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან განსხვავებით ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე ასლან აბაშიძე ”ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე თვეში შეცვალა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც რეგიონს უკვე მე-9 წელია მართავს. მთავრობის ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხი კვლავ თბილისში უნდა გადაწყდეს, რასაც აჭარის ადგილობრივ სამოქალაქო სექტორში არცთუ მისაღებ სიტუაციად აფასებენ.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1