Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მძიმე სოციალური პირობები და აღწერის დროს დაშვებული უზუსტობები


ადიგენი
ადიგენი

2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების თანახმად, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 47 ათასით არის შემცირებული, რაც 2002 წლის აღწერის შედეგებზე თითქმის 22,8%-ით ნაკლებია. მოსახლეობის მიგრაცია ძირითადად სოფლებიდან ხდება. ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების დაცლის მთავარ მიზეზად მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებს. ადიგენში ამბობენ, რომ უმუშევრობისა და ნორმალური საავტომობილო გზის, ხარისხიანი განათლების, სარწყავი და სასმელი წყლის უქონლობის გამო ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს და ზოგჯერ ქვეყანასაც ტოვებენ.

საკუთარი სოფლებიდან მოსახლეობის წასვლის მთავარი მიზეზი რომ, ზოგადად, მძიმე სოციალური პირობებია, ამას ადიგენის ხელისუფლებაც ადასტურებს, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ფიქრობს, რომ დემოგრაფიული სურათი შესაძლოა ზუსტი არც იყოს მოსახლეობის აღწერის დროს დაშვებული შცდომების გამო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ თითქმის 3 მილიონ 800 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც, წინა - 2002 წლის - აღწერის შედეგებთან შედარებით, თითქმის 15 %-ით ნაკლებია.

XS
SM
MD
LG