აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა, თუმცა, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოში აცხადებენ, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს. აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
კენჭი ნაყარია. ექვსით ერთი. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია დილის 5 საათისთვის შეუჩერა - დილის 5 საათისთვის კი იმიტომ, რომ საბჭოს სხდომა, რომელზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაწერილი 80 გვერდიანი დასკვნა განიხილეს, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქციის ფონზე, თითქმის 10 საათს გაგრძელდა.
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ კახი ყურაშვილმა საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტებს და სხდომაზე დამსწრე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს ასე განუმარტა:
”თუკი მონიტორინგის დასკვნაში ასახული სამი სტანდარტიდან - აკადემიური პერსონალის სტანდარტი, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სტანდარტი - დარღვეულია თუნდაც ერთ-ერთი სტანდარტი ან ერთ-ერთი სტანდარტის ინდიკატორი, მაშინ საბჭო, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებას, გაუქმდეს ავტორიზაცია”.
მიუხედავად საბჭოს გადაწყვეტილებისა, აგრარულ უნივერსიტეტში 12 მარტს სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად განახლდა. როგორც ავტორიზაციის საბჭოში აცხადებენ, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ივნისში, სემესტრის დასრულების შემდეგ, შევა ძალაში და სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელი არ შეეშლებათ. ამ პერიოდში კი სასაწავლო დაწესებულებას მიეცემა საშუალება გაასწოროს ხარვეზები და ავტორიზაციის საბჭოში ახალი საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს.
რაც შეეხება ხარვეზებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 3-11 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის დროს აღმოჩენილ ძირითად დარღვევებს შორის ასახელებს აკადემიური პერსონალის შერჩევისა თუ დანიშვნის საკითხს, არსებით დარღვევად მიიჩნევს უნივერსიტეტში სავალდებულო ლიტერატურის უქონლობას, დარღვევებს შორის სახელდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყველა ჩამოთვლილ ხარვეზს უარყოფს და აცხადებს, რომ ავტორიზაციის საბჭომ სამარცხვინო გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო:
”აბსოლუტურად არანაირი მსჯელობა არ იყო იმ არსებით ხარვეზებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს განათლების ხარისხზე. ასეთი შენიშვნები არც არსებობდა და არც არსებობს. სამწუხაროა და, ამავე დროს, სამარცხვინოა, რომ საბჭომ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება”.
შეგახსენებთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის მფლობელია არასამეწარმეო, არაკომერციული პირი ”ცოდნის ფონდი”, რომელიც 2007 წელს ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ დააფუძნა. როგორც უნივერსიტეტის რექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, 2011 წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტში ფონდმა 14 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო, რომელიც მოხმარდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ლაბორატორიული თუ სასწავლო აუდიტორიების აღჭურვას. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, 2011 წლიდან დღემდე რადიკალურად არის გაუმჯობესებული როგორც უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე სწავლის ხარისხი.
კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ჟურნალისტებთან ჯერ კიდევ 11 მარტს, საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, გააკეთა და აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პოლიტიკური მოტივით ახსნა,
12 მარტს გამართულ ბრიფინგზე კი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების აქტიურობა არათუ შემცირდეს, არამედ გაძლიერდეს, რადგან როდესაც სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, ამან შედეგი გამოიღო:
”ამ უნივერსიტეტს ერთი დიდი, მელოტი, მსუქანი ხარვეზი აქვს - ეს მე ვარ ამ უნივერსიტეტის მთავარი ხარვეზი. სხვა ხარვეზები ამ უნივერსიტეტს არ გააჩნია“, აცხადებს კახა ბენდუქიძე. მისივე შეფასებით, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება პირადად მასთან ბრძოლის შედეგია: "განათლების სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ერთ ადამიანთან ბრძოლას 2000 ათასი სტუდენტი გადააყოლოს. ისე იყვნენ გართულები ჩემი დასჯით, რომ 2000 სტუდენტზე არავინ იფიქრაო", - ამბობს ის.
რამდენიმედღიანი თავშეკავების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტთა მიწვევაზე დათანხმდა და 12 მარტს მათ აგრარულ უნივერსიტეტში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ სტუდენტები გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტში მისვლას და სიტუაციის ადგილზე გაცნობას გასული კვირის ბოლოდან სთხოვდნენ. სტუდენტებსა და განათლების მინისტრს შორის გამართული შეხვედრა პოლემიკაში გადაიზარდა, რის გამოც მინისტრმა შეხვედრა დროზე ადრე დატოვა:
გიორგი მარგველაშვილი: რომელიმე სხვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებით დავიწყო?
სტუდენტი: ჩვენ არ ვეხებით სხვა უნივერსიტეტებს. ჩვენ დღეს ჩვენი უნივერსიტეტი გვტკივა. მთავარია, რომ ჩვენს უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ავტორიზაცია და, კიდევ ერთი, მაინტერესებს, აკრედიტაციის საბჭო მიუკერძოებელი იყო?
გიორგი მარგველაშვილი: აკრედიტაციის საბჭო რომ მიუკერძოებელი იყო და ის, რომ დარღვევები იყო, ამაზე უარს არავინ ამბობს. თქვენ, უბრალოდ, ამბობთ, რომ იყო მხოლოდ მცირე დარღვევები, ხო? ასეა, ხო? რომლებსაც, თქვენი აზრით, სწავლების ხარისხზე არ აქვს გავლენა. სწორად მესმის?
გიორგი მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს უახლოეს მომავალში შეხვდება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია საკითხის პოლიტიზება.
აგრარიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პაატა კოღუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერება გაუმართლებელია, თუმცა ფიქრობს, რომ აგრარული უნივერსიტეტი კვლავაც სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე აგრარულ უნივერსიტეტს არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ:
”ავტორიზაციის შეჩერება შედეგს არ მოიტანს. პირიქით, დაამუხრუჭებს ისედაც არსებულ მძიმე მდგომარეობას. მთავარი ის არის, რომ ეს ხალხი უნდა ჩამოვაშოროთ აგრარულ უნივერსიტეტს, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი დავუბრუნოთ ქართველ ხალხს, დავუბრუნოთ ქართულ სოფელს და დავუბრუნოთ ახალგაზრდობას”.
პაატა კოღუაშვილის ამ მოსაზრებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში უნივერსიტეტის სტუდენტები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხმა სწორედ მას შემდეგ აიწია, რაც ის კერძო მფლობელობაში გადავიდა.
აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები გასცდა უნივერსიტეტისა და განათლების სამინისტროს კედლებს და მას 12 მარტის დილიდან ეხმაურებიან როგორც პოლიტიკოსები, ისე დიპლომატები. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს, საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი კი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა.
აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის.
12 მარტს, დღის ბოლოს, გავრცელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართვა განათლების მინისტრისადმი. წერილში ნათქვამია, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს:
”გთხოვთ, უახლოეს მომავალში შეისწავლოთ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმაროთ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყოთ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია. ასევე, გთხოვთ, გამონახოთ გზები აგრარული უნივერსიტეტის იმ სტუდენტების დასახმარებლად, ვისაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო პრობლემები აქვს. გამოვდივართ ინიციატივით, საჭიროების შემთხვევაში, გავხდეთ სამინისტროსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობის მედიატორები, თუ ამის სურვილი ორივე მხარეს ექნება“.

აბსოლუტურად არანაირი მსჯელობა არ იყო იმ არსებით ხარვეზებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს განათლების ხარისხზე. ასეთი შენიშვნები არც არსებობდა და არც არსებობს...ლაშა გოცირიძე

განათლების სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ერთ ადამიანთან ბრძოლას 2000 ათასი სტუდენტი გადააყოლოს. ისე იყვნენ გართულები ჩემი დასჯით...კახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ჟურნალისტებთან ჯერ კიდევ 11 მარტს, საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, გააკეთა და აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პოლიტიკური მოტივით ახსნა,
12 მარტს გამართულ ბრიფინგზე კი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების აქტიურობა არათუ შემცირდეს, არამედ გაძლიერდეს, რადგან როდესაც სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, ამან შედეგი გამოიღო:
”ამ უნივერსიტეტს ერთი დიდი, მელოტი, მსუქანი ხარვეზი აქვს - ეს მე ვარ ამ უნივერსიტეტის მთავარი ხარვეზი. სხვა ხარვეზები ამ უნივერსიტეტს არ გააჩნია“, აცხადებს კახა ბენდუქიძე. მისივე შეფასებით, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება პირადად მასთან ბრძოლის შედეგია: "განათლების სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ერთ ადამიანთან ბრძოლას 2000 ათასი სტუდენტი გადააყოლოს. ისე იყვნენ გართულები ჩემი დასჯით, რომ 2000 სტუდენტზე არავინ იფიქრაო", - ამბობს ის.
რამდენიმედღიანი თავშეკავების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტთა მიწვევაზე დათანხმდა და 12 მარტს მათ აგრარულ უნივერსიტეტში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ სტუდენტები გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტში მისვლას და სიტუაციის ადგილზე გაცნობას გასული კვირის ბოლოდან სთხოვდნენ. სტუდენტებსა და განათლების მინისტრს შორის გამართული შეხვედრა პოლემიკაში გადაიზარდა, რის გამოც მინისტრმა შეხვედრა დროზე ადრე დატოვა:
გიორგი მარგველაშვილი: რომელიმე სხვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებით დავიწყო?
სტუდენტი: ჩვენ არ ვეხებით სხვა უნივერსიტეტებს. ჩვენ დღეს ჩვენი უნივერსიტეტი გვტკივა. მთავარია, რომ ჩვენს უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ავტორიზაცია და, კიდევ ერთი, მაინტერესებს, აკრედიტაციის საბჭო მიუკერძოებელი იყო?
გიორგი მარგველაშვილი: აკრედიტაციის საბჭო რომ მიუკერძოებელი იყო და ის, რომ დარღვევები იყო, ამაზე უარს არავინ ამბობს. თქვენ, უბრალოდ, ამბობთ, რომ იყო მხოლოდ მცირე დარღვევები, ხო? ასეა, ხო? რომლებსაც, თქვენი აზრით, სწავლების ხარისხზე არ აქვს გავლენა. სწორად მესმის?
გიორგი მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს უახლოეს მომავალში შეხვდება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია საკითხის პოლიტიზება.
აგრარიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პაატა კოღუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერება გაუმართლებელია, თუმცა ფიქრობს, რომ აგრარული უნივერსიტეტი კვლავაც სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე აგრარულ უნივერსიტეტს არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ:
”ავტორიზაციის შეჩერება შედეგს არ მოიტანს. პირიქით, დაამუხრუჭებს ისედაც არსებულ მძიმე მდგომარეობას. მთავარი ის არის, რომ ეს ხალხი უნდა ჩამოვაშოროთ აგრარულ უნივერსიტეტს, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი დავუბრუნოთ ქართველ ხალხს, დავუბრუნოთ ქართულ სოფელს და დავუბრუნოთ ახალგაზრდობას”.
პაატა კოღუაშვილის ამ მოსაზრებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში უნივერსიტეტის სტუდენტები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხმა სწორედ მას შემდეგ აიწია, რაც ის კერძო მფლობელობაში გადავიდა.
გთხოვთ, უახლოეს მომავალში შეისწავლოთ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმაროთ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყოთ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია...თსუ-ის სტუდენტთა ერთი ჯგუფი