Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს


აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას Facebook-ით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, ”ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას, რითიც დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.” პრეზიდენტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას უსამართლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს და მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს ”პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფული შედეგი გამოიღოს.”
XS
SM
MD
LG