Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მიმდინარეობს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა


აბაშძე-კარასინის შეხვედრა, პრაღა 21 ნოემბერი, 2013 წ.
აბაშძე-კარასინის შეხვედრა, პრაღა 21 ნოემბერი, 2013 წ.

პრაღაში მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი. მათ შორის ბოლო,7 თებერვალის, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედების საკითხზეც. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე ისაუბრებს ბერშუეთის ინცინდენტზე და გააცნობს საქართველოს პოზიციას. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან დადგეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი, რომლის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ადგილობრივ მცხოვრებთა მიწის ნაკვეთები.

XS
SM
MD
LG