Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გუგული მაღრაძე


ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე
ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე
გასულ კვირას ახალი გაერთიანება შეიქმნა: ეროვნული ფორუმი, ტრადიციონალისტთა კავშირი და ქალთა პარტია გაერთიანდნენ. 29 მარტს თბილისის სტუდიის სტუმარი გახლდათ ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე, რომელმაც გაერთიანების გეგმებზე, მიზნებსა და ხელისუფლების შეცვლის გზებზე ისაუბრა. ”მიგვაჩნია, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება არის დროის აუცილებელი მოთხოვნა. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ფაქტობრივად ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტია და ხელისუფლება ერთმანეთთან შეზრდილია და ძალიან ძლიერ ძალას წარმოადგენს, ოპოზიციური პარტიების ვალდებულებაა, რომ მათ მოახერხონ ორგანიზაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების გაერთიანება იმ მიზნისათვის, რასაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია”, - ამბობს გუგული მაღრაძე.



XS
SM
MD
LG