Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა


ფოტო არქივიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი(მარცხნივ) და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ფოტო არქივიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი(მარცხნივ) და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დააჯილდოვა რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით - წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ორდენით.

პუტინის განკარგულება დღეს, 21 მარტს, გამოქვეყნდა. 21 მარტს ლავროვს 75 წელი შეუსრულდა.

პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა „სამშობლოს წინაშე გამორჩეული დამსახურების, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებისა და რეალიზაციის და მრავალწლიანი ნაყოფიერი სახელმწიფო მოღვაწეობისთვის“.

სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია 2004 წლის მარტიდან. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის და ანექსიის გამართლება კრემლის პროპაგანდისტული საშუალებებით და კონფრონტაცია დასავლეთთან.

ლავროვი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG