Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავების შესახებ განაცხადა

ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავების შესახებ განაცხადა


ესტონეთის საზღვაო პატრული
ესტონეთის საზღვაო პატრული

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა ტალინის კუნძულ ეგნასთან დააკავეს ნავთობის გადამზიდავი ტანკერი Kiwala, რათა შეემოწმებინათ მისი სამართლებრივი სტატუსი და ტექნიკური მდგომარეობა.

როგორც "ნასტოიაშჩეე ვრემია" წერს ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით, ეს ესტონეთის მიერ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემის დაკავების პირველი შემთხვევაა.

Marinetraffic-ის ინფორმაციით, დაკავებული ტანკერი, რომელიც ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ესტონეთის ტერიტორიული წყლების გასწვრივ რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მიემართებოდა.

ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ვეიკო კომუსაარმა განაცხადა, რომ ტანკერი სანქციების ქვეშ იმყოფება. დაკავების დროს გაირკვა, რომ გემს არ აქვს არცერთი სახელმწიფოს დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს ცურვის ლეგალური უფლება. ტანკერზე 24 ადამიანია, მათ შორის, ჩინეთის მოქალაქეობის მქონე კაპიტანი.

9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონებში, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს "გამოიყენონ ძალა" სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG