Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი მრავალჟამიერის ფონზე შეხვდა ახალ წელს

რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი მრავალჟამიერის ფონზე შეხვდა ახალ წელს


საახალწლო სუფრა რუსთაველის გამზირზე. 31 დეკემბერი, 2024 წელი
საახალწლო სუფრა რუსთაველის გამზირზე. 31 დეკემბერი, 2024 წელი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ახალი წლის ღამეს ათიათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს.

მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში გაშალა თითქმის კილომეტრიანი საახალწლო სუფრა.

საახალწლო სუფრა რუსთაველის გამზირზე. 31 დეკემბერი, 2024 წელი
საახალწლო სუფრა რუსთაველის გამზირზე. 31 დეკემბერი, 2024 წელი
მოსახლეობა ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ხვდება. 31 დეკემბერი, 2024 წელი
მოსახლეობა ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ხვდება. 31 დეკემბერი, 2024 წელი

აქციაზე, "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა შეასრულეს "დაისი".

ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.

მანამდე, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG