უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოცადა ახალი ბალისტიკური რაკეტა. მას დაწვრილებით არ უსაუბრია და თქვა, რომ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ახალი რაკეტა პირველია ქვეყანაში. მან თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული, გამოექვეყნებინა თუ არა ინფორმაცია გამოცდის შესახებ. „ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მინდოდა, საზოგადოებას შეეფასებინა ის ადამიანები, რომლებიც 24/7 რეჟიმში მუშაობენ თავდაცვით საწარმოებში,“ - თქვა მან.
2023 წლის სექტემბერში უკრაინამ ახალი შორეული მოქმედების რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რაკეტის გაშვების ვიდეო. იგივე ვიდეო გაავრცელა უკრაინაში სარაკეტო აღჭურვილობის წამყვანმა დეველოპერმა - საკონსტრუქტორო ბიურო „ლუჩმა“.
მაშინ, სავარაუდოდ, საუბარი იყო ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნის“ მოდიფიკაციაზე. ქვებგერითი რაკეტა 2000-იანი წლების დამდეგიდან იწარმოება ერთეულ ეგზემპლარებად. კიევი მათ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად იყენებს.
პოსტსაბჭოთა პერიოდში უკრაინა არ აწარმოებდა ბალისტიკურ რაკეტებს. საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოე“ მუშაობდა ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ჰრომის“ შექმნაზე.
ფორუმი